წარმოების დანახარჯების თეორია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
წარმოების დანახარჯების თეორია - (the theory of production cost), წარმომადგენლები (დ. მაკ-კულოხი და სხვ.) ფასწარმოქმნას საფუძვლად უდებენ არა საქონლის წარმოებაზე დახარჯული საზოგადოებრივი შრომის რაოდენობას, არამედ მის მხოლოდ იმ ნაწილს, რაც გაიღო უშუალოდ მეწარმემ, ე.ი. საქონლის წარმოების დანახარჯებს. ეს თეორია გამორიცხავს ღირებულების იმ ნაწილს, რომელიც შეადგენს მოგებას.
წარმოების დანახარჯების თეორიაში პოზიტიურია ღირებულების განსაზღვრა ობიექტური ფაქტორებით - წარმოების დანახარჯებით, მაგრამ ნაკლია ის, რომ იგი ღირებულების განსაზღვრაში მოგების იგნორირებას ახდენს.