წერტილოვანი ქვის ფაქტურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
წერტილოვანი ქვის ფაქტურა (ნაპობი, ნაჩეხი; ნამტვრევი; ნაჩხვლეტი) – ფაქტურა მიღებული წინასწარ გასწორებულ ზედაპირზე სპეციალური კბილებიანი უროს დარტყმით, რაც ზედაპირს ხდის ხორკლიანს რელიეფის სიმაღლით 0,5-2 მმ. ამ ფაქტურის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ მაგარი ჯიშის ბუნებრივი ქვისათვის.