წინასწარმეტყველება
წინასწარმეტყველება - ღვთის ნების სულიწმინდის მადლითა და გამოცხადებით წინასწარხილვა და წინასწარ გაცხადება მომავლისა ღვთივრჩეულ ადამიანთა - წინასწარმეტყველთა მიერ. ძველი აღთქმის წიგნთაგან 16 წიგნი წინასწარმეტყველებას წარმოადგენს. ამათგან ოთხი დიდი წიგნია ესაიასი, იერემიასი, ეზეკიელისა, დანიელისა), თორმეტი - მცირე (ბაროქისა, ოსიასი, იოველისა, ამოსის, აბდიასი, იონასი, ნაუმისა, ამბაკუმისა, სოფონიასი, ანგეასი, ზაქარიასი, მალაქიასი). ამათ შორის განსაკუთრებით მრავალი წინასწარმეტყველება არის ესაიას წიგნში.
ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებანი ძირითადად ეხება იესო ქრისტეს განკაცებას, ამქვეყნიურ ცხოვრებას, ვნებას, ჯვარცმას, დაფლვას, მკვდრეთით აღდგომასა და ამაღლებას. ახალი აღთქმის ერთადერთი საწინასწარმეტყველო წიგნი - „გამოცხადება“ იოანე მოციქულისა - თანამედროვეთათვის მისაწვდომი სახით აღწერს მაცხოვრის მეორედ მოსვლას, საშინელ სამსჯავროსა და ქვეყნის დასასრულს.
წყარო
საეკლესიო ლექსიკონი. წიგნი გამოსაცემად მოამზადეს ერეკლე კვანჭიანმა და მარიამ გურჩიანმა. რედაქტორი ზურაბ ეკალაძე. თბილისი, 2008.