წყალსარინი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
წყალსარინი − არხი, არხების სისტემა ან სხვა მოწყობილობა ნაგებობიდან ზედაპირული ან მიწისქვეშა წყლების მოსაცილებლად.
სარჩევი |
წყალსარინი დაფა
ქვის, ხის, პლასტმასის, ლითონის ნაკეთობა ფანჯრის ან კარის ქვედა ნაწილში, რომელიც იცავს მას ატმოსფერული ნალექებისაგან.
წერტილოვანი წყალსარინი
წერტილოვანი ლოკალური წყალშემკრებების სისტემა, შეერთებული ერთმანეთთან მილებით. ცენტრალური წყალშემკრები ეწყობა ტერიტორიის ყველაზე დაბალ წერტილში, რათა წყლის თავმოყრა მოხდეს თვითდინებით.
ხაზოვანი წყალსარინი
ხაზოვანი ლოკალური წყალშემკრებების სისტემა, შეერთებული ერთმანეთთან მილებით. გამოიყენება წყლის შესაგროვებლად დიდი ტერიტორიებიდან, როგორიცაა: მოასფალტებული მოედნები, ბეტონის ბილიკები, ქვის ფილებით ან ძელურებით მოწყობილი სკვერები, ბაღები, ავტოსადგომები, გარაჟები და სხვ.