წყლის-მრავალძარღვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წყლის მრავალძარღვა

Fam. Alismataceae – ოჯ. წყლის-მრავალძარღვასებრნი Alisma plantago¬aquatica L. – წყლის-მრავალძარღვა მეგრულად – ონწარეშე, ტყაში ლებია, ონწყარეშე.

მრავალწლოვანი, მოკლე ფესურიანი მცენარეა. ფოთლები როზეტადაა შეკრებილი, წყლის ზედაპირზე მცურავი ფესვთანური ფოთლები ფართო კვერცხისებრია, გულისებრი, წყლისქვეშა ფოთლები ხაზურია. ყვავილი პირამიდული მოყვანილობისაა, საგველად შეკრებილი, რომლის ტოტები რგოლურადაა განწყობილი. ნაყოფი კაკლუჭაა, წრიულად განლაგებული, თესლი ბრტყელი ფორმისაა, ნალივით მოღუნული. ყვ. V-IX; იზრდება დაბლობებიდან ალპურ სარტყლამდე დაჭაობებულ ბიოტოპებზე; მდინარეების, ტბებისა და გუბეების ნაპირებზე. სამკურნალო ნედლეულს ფესვები და მასთან ახლოს მყოფი ფოთლები წარმოადგენს. ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს შორის მთავარი მომქმედი კომპონენტია ტრიტერპენები, ასევე შეიცავს ეთერზეთებს, გუმფისს, გლუკოზას, ფრუქტოზას და ცილებს. ხასიათდება ანტიბაქტერიალური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. ექსპერიმენტალურმა მედიცინამ დაამტკიცა მისი, როგორც შარდმდენი საშუალეების ეფექტურობა, რომელიც იწვევს ორგანიზმზე გამწმენდ მოქმედებას და კენჭების გამოდევნას შარდის ბუშტიდან, არტერიული წნევის დადაბლებას თირკმელების დაავადებებისას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, უმკლავდება დიარეის და სასუნთქი გზების დაავადებებს.

ვინაიდან მცენარე ძლიერ შხამიანია, მოხმარებისას სიფრთხილეა საჭირო.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები