ხაბაზი ამირან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამირან ხაბაზი – პოეტი, პროზაიკოსი, საზოგადო მოღვაწე, დაიბადა 1953 წლის 24 აგვისტოს, ქობულეთის რაიონის სოფელ აჭყვისთავში. 1984 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

ლექსების პირველი კრებული – „შვიდფერი“ – 1979 წელს გამოსცა. მუშაობს პოეზიასა და პროზაში. ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. გამოცემული აქვს ლექსთა კრებულები: „ჩურჩული“ (1983), „მიწიდან ცისკენ“ (1987), „ლექსის ფარდაგი“ (1990), „სულ საქართველო მეძახდა“ (1996), „თუთა გონიოს გალავანში“ (1998), „ავტოპორტრეტი ფორთოხლებით“ (2001), „ჯიშის სიმღერა“ (პროზა, 2002), „ლექსის ქვეყანა“ (2003), „ღმერთით, საქართველოვ, ღმერთით!“ (2008), „ვაზა-ავაზა“ (2013).

ამირან ხაბაზის შემოქმედებაში ეპოსი ცალკე თემაა. მისი ვრცელსიუჟეტიანი ისტორიული პოემები და ბალადები („პეტრას დაცემა“, „ქვათ იის წყარო“, „თუთა გონიოს გალავანში“, „ზეფერვან კონდიდელი“, „გოდერძი“ და სხვ.) ქართული ლიტერატურის თავმოსაწონებელი შედევრებია).

ამირან ხაბაზი აქტიური საზოგადო მოღვაწეა. მას დიდი წვლილი მიუძღვის დიდი ქართველი მამულიშვილისა და საზოგადო მოღვაწის გულო-აღა კაიკაციშვილის იუბილის ჩატარებისა და მისი საფლავის კეთილმოწყობაში.

ამირან ხაბაზი ღირსების ორდენის კავალერია.

ქართული ლიტერატურის განვითარებაში გაწეული დიდი ამაგისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის მინიჭებული აქვს მემედ აბაშიძისა და ზურაბ გორგილაძის სახელობის პრემიები. საერთაშორისო დამოუკიდებელ ჟურნალ „აიოს ქართლოსის“ გადაწყვეტილებით, სომხურ-ქართული მეგობრობის განმტკიცებაში შეტანილი შეუფასებელი წვლილისათვის დაჯილდოებულია წმინდა მესროპ მაშტოცის მედლით.


წყარო

საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები