ხანმოკლე რეკურენტული დეპრესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხანმოკლე რეკურენტული დეპრესია - ზოგ შემთხვევაში რეკურენტული დეპრესია მხოლოდ მცირე დროის მანძილზე, 2-დან 7 დღემდე, იჩენს თავს. ხანმოკლე პერიოდის გამო მდგომარეობა არ აკმაყოფილებს არც დიდი დეპრესიისა და არც დეპრესიული ეპიზოდის კრიტერიუმებს. ეპიზოდები მეორდება გარკვეული სიხშირით (საშუალოდ, თვეში ერთხელ). ქალებთან რაიმე თვალსაჩინო კავშირი მენსტრუალურ ციკლთან არ აღინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ დეპრესიული ეპიზოდები ხანმოკლეა, ისინი ისეთივე მწვავეა, როგორც მძიმე დეპრესიული აშლილობების შემთხვევაში და, შესაძლებელია, თვითმკვლელობასაც უკავშირდებოდეს. ხანმოკლე რეკურენტული აშლილობა ასოცირებულია პიროვნულ დისტრესთან და სოციალური და პროფესიული ფუნქციონირების გაუარესებასთან. კომორბიდობა მანიაკალურ აშლილობას ან დისთიმიასთან ნაკლებ სავარაუდოა. ხანმოკლე რეკურენტული დეპრესიის შემთხვევებში პაციენტები იღებენ ანტიდეპრესანტებს, თუმცა საკამათოა, რამდენად ეფექტურია ისინი (იხ. Baldwin, 2003).




წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები