ხანძარსაწინააღმდეგო ბარიერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხანძარსაწინააღმდეგო ბარიერი – ცეცხლმედეგობის კოეფიციენტის მქონე აწყობილი კედელი, რომელშიც დაცულია უწყვეტობა და რომელიც დაპროექტებულია ცეცხლის გავრცელების შესაზღუდად.
ხანძარსაწინააღმდეგო ბარიერს მიეკუთვნება შახტისა და გასასვლელის შემომზღუდავები, ატრიუმები, ექსტერიერის კედლები, თანმხლები და გამიჯნული სარგებლობები და სხვ. ხანძარსაწინააღმდეგო ბარიერში შეიძლება მოეწყოს ღიობები, რომელთა სიგანე უნდა იყოს კედლის სიგრძის 25%-ზე ნაკლები, ხოლო თითოეული ინდივიდუალური ღიობის მაქსიმალური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 15 კვ.მ.-ს. ღიობის დამცავად გამოიყენება ცეცხლმედეგობის კოეფიციენტის მქონე გამჭვირვალე მასალა, აწყობილი კარი, დარაბა და სხვ.