ხარჯებისა და შედეგების ანალიზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხარჯებისა და შედეგების ანალიზი - (cost-benefit analysis), სახელმწიფო სექტორში საინვესტიციო პროექტების შეფასების სისტემა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია კერძო სექტორში პროექტების შეფასებისთვის. იგი, პირდაპირი ფინანსური შედარებისაგან განსხვავებით, ყოველგვარ ხარჯსა და შედეგს განიხილავს. შედეგი ამ შემთხვევაში სარგებლიანობის დანამატია, ხოლო ხარჯი - სარგებლიანობის შემცირება, გაზომილი განსახილველი პროექტის ალტერნატიული ღირებულებით. პრაქტიკაში მრავალი შედეგის (როგორც დადებითის, ისე უარყოფითის) გაზომვა არ შეიძლება ფულადი ფორმით (მაგალითად, ბუნებრივი ლანდშაფტების განადგურება, საზოგადოებრივი კავშირების მოშლა და ა.შ.), მაშინ როდესაც ხარჯები შეიძლება გაიზომოს ფულადი ფორმით, პროექტის ფაქტობრივი ღირებულებით.