ხერთვისის ტერასები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხერთვისის ტერასები – ტერასები ასპინძის მუნიციპალიტეტში, მდინარეების – მტკვრისა და ფარავნის – შესართავთან. ალ. ფრონელი ხერთვისის ტერასებზე წერდა: „ადამიანი განცვიფრდება, ხერთვისის ბაღებს რომ ნახავს. ბაღები კლდე-კლდე მიდიან და გარეგანი სახით ძველ ბერძენთა ამფითეატრს წააგავან. ბაღებს ასე აშენებენ: ჯერ მოჩეხავენ კლდეს, შემდეგ ქვემოდან გაუვლებენ კედელს ისეთი დიდრონ-დიდრონი ლოდებით, რომ ზოგის წონა 10,000 ფუთი იქნება. სწორედ გასაოცარია, რა ხელმა და მარჯვენამ მიაგორა ეს უშველებელი ლოდები კედლის ამოსაყვანად? ... როცა კედელს გაავლებენ და ადგილს მიასწორ-მოასწორებენ, ზურგით აზიდავენ მიწას, მოფენენ, შემდეგ დაყრიან პატივს და მხოლოდ ამის შემდეგ დარგავენ ხეს, ან დათესენ თესლს. დიდი ჯაფა და შრომაა საჭირო ამისთანა ბაღის გაშენებისათვის”.