ხიმინჯების ჩასობის ტექნოლოგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხიმინჯების ჩასობის ტექნოლოგია – ხიმინჯების ჩასობის თანამიმდევრობა, რომელიც განისაზღვრება ტექნოლოგიური რუკებით ან სამუშაოთა წარმოების პროექტით. ის დამოკიდებულია ხიმინჯების ველსა და გრუნტის მახასიათებლებზე. არსებობს სამი სქემა: რიგითი – ერთ რიგში თანამიმდევრობით ხდება ხიმინჯების ჩასობა; სპირალური – ხიმინჯები ესობა კონცენტრული წრეებით ცენტრიდან გარეთ; სექციური – მთელი ველი იყოფა სექციებად და ხიმინჯებს ასობენ რიგითი სქემით. სპირალური სქემის დროს ჩასასობი ხიმინჯები ყოველთვის ხიმინჯების ველის გარე კონტურზე მდებარეობს და უკვე ჩასობილი ხიმინჯების ველის დაძაბულობის გავლენა მინიმალურია. დიდი შენობის ხიმინჯოვანი საძირკვლის მოწყობისას რაციონალურია ხიმინჯსარტყმელი ხიდურა დანადგარის გამოყენება.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები