ხურცილავა მურმან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მურმან ხურცილავა

ხურცილავა მურმან − (1939), ქართველი პოეტი, მწერალი და მთარგმნელი. დაიბადა მარტვილში. დაამთავრა სოხუმის პირველი საშუალო სკოლა, შემდეგ კი _ სოხუმის პედაგოგიური უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. ლექსების პირველი კრებული „მაღალი ცა” სოხუმში გამოსცა. წლების განმავლობაში მუშაობდა აფხაზეთის გამომცემლობებში. გამოცემული აქვს კრებულები: „ხეები თოვლში”, „სახლი შუაგულ ტყეში”, „ბზარი კედელზე”, „ერთი დღე”, „კერა”, „გადასახედი” და სხვა. თარგმნა და ცალკე წიგნად გამოსცა ძველი ჩინელი პოეტის დუ ფუს ლექსები, ასევე – აფხაზი პოეტების ლექსები. აფხაზეთის ომის შემდეგ 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა მოსკოვში, სადაც გამოსცა ლექსების კრებული, მოთხრობები და რომანი „მგლები”. 2013 წელს დაბრუნდა საქართველოში.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები