ჯელლინეკის ფორმულა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯელლინეკის ფორმულა - (Jellinek formula), ჯელლინეკის მიერ დაახლოებით 1940 წ მოწოდებული წიგნი და 1951 წელს გამოქვეყნებული მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ხდება მოსახლეობაში ალკოჰოლიკების რაოდენობის დადგენა.

ფორმულის საბოლოო სახე ასეთია A=(PD)/K)R, სადაც A – ალკოჰოლიზმით დაავადებულთა რაოდენობაა, – D – წლის განმავლობაში ღვიძლის ციროზით დაღუპულთა დარეგისტირებული რიცხვი, P, K, R-ში იგულისხმება მუდმივი სიდიდეები, რომლებიც ასახავს ალკოჰოლიზმით გამოწვეულ ღვიძლის ცეროზით დაღუპულთა ხვედრით წილს, მოცემულ წელს დაღუპულთა შორის ღვიძლის ციროზით დაღუპულთა პროცენტულ რაოდენობას, ალკოჰოლიზმით დაავადებულთა მთელი რაოდენობის შეფარდებას იმ ალკოჰოლიკებთან, რომელთაც აღენიშნებათ გართულებები. მიუხედავად იმისა, რომ P,K და R მახასიათებლების მუდმივობა და ფორმულის კონცეპტუალური საფუძველი განიცდიდა მედმივ კრიტიკას, ხოლო 1959 წელს თვით ჯელლინეკმა თქვა უარი აღნიშნული ფორმულის გამოყენებაზე, უკეთესი ვარიანტის არარსებობის გამო, აღნიშნული ფორმულა გამოიყენებოდა თითქმის 1970 წლამდე.



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები