გორგოძე ჯემალ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ჯემალ გორგოძე-დან)
ჯემალ გორგოძე – დაიბადა 1944 წლის 10 ოქტომბერს ზესტაფონის რაიონის სოფელ ილემში.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი (1968).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების სისტემაში და პარტიულ თანამდებობებზე (1968-90);
- საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): მაჟორიტარი, №6.51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქი, საგარეო ურთიერთობათა კომისიის წევრი.