ჰელდეროდი მიშელ დე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰელდეროდი მიშელ დე - (ფრ. Helderode Michel de. 1898 - 1962). ფრანგულენოვანი ფლამანდიური წარმოშობის ბელგიელი დრამატურგი.
მიშელ დე ჰელდეროდი დაიბადა 1898 წელს. მის დრამატურგიაში გამოყენებულია შუასაუკუნეების სახალხო თეატრალური ფორმები. ამ ფორმათა წყობისა და ენის გადამუშავებაზე მუშაობდა სიმბოლიზმის ესთეტიკიდან გამომდინარე.