ჰეტეროფიოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰეტეროფიოზი – (heterophyosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Heterophyes + ბერძn. osis დაავადება), ხორცისმჭამელებისა და ადამიანის ჰელმინთოზი. აღმძვრელი, ტრემატოდა – Heterophyes heterophyes პარაზიტობს წვრილ ნაწლავებში. გავრცელებულია შორეულ აღმოსავლეთში.
სიმპტომები: მადის დაქვეითება, ფაღარათი, ზოგჯერ სისხლისა და ლორწოს შემცველობით, იცვლება ყაბზობით.