ჰოსპიტალიზმი ბავშვებში
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰოსპიტალიზმი ბავშვებში - (F43.2), (hospitalism in children), სინდრომი მჭიდრო კავშირშია ანაკლიტურ დეპრესიასთან, რომელიც უვითარდებათ საავადმყოფოში მყოფ პატარა ბავშვებს, რომლებიც ხანგრძლივი დროით დაშორებულნი არიან დედასთან ან მის შემცვლელ სხვა პირთან.
სინდრომი ხასიათდება აპათიურობით, გამღიზიანებლებზე რეაქციის არარსებობით, გამოფიტვით, სიფერმკრთალით, ცუდი მადით, ძილის დარღვევებით, სიცხის მატების ეპიზოდებით, წოვითი რეფლექსების დარღვევები, გარეგნულად „უბედურის“ შესახედაობით. აშლილობა გაივლის, თუ 2-3 კვირის განმავლობაში დედა ან მისი შემცვლელი პირი და ბავშვი კვლავ შეერთდებიან.
იხილე აგრეთვე
ბავშვთა ასაკის მიჯაჭვულობათა აშლილობა, რეაქტიული