ახვლედიანი იასონ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ახვლედიანი იასონ ალექსანდრეს ძე - (7.IV.1852 - 19.I.1940) - გენერალი.
- დაამთავრა თბილისის იუნკერთა სასწავლებელი.
- რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომის მონაწილე.
- 1900 გროზნოს სარეზერვო ბატალიონის უფროსი.
- რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომის მონაწილე.
- ბატალიონის მეთაური.
- მანჯურიაში მიმდინარე ბრძოლების მონაწილე.
- 1906-1911 წლებში პოლკის მეთაური, აბასთუმნის ჰოსპიტლის უფროსი, აბასთუმნის სამხედრო კომენდანტი.
- 1912 წლიდან თადარიგში გავიდა.
დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. გიორგის მე-4 ხარისხის, წმ. ანას მე-4 ხარისხის, მე-3 ხარისხის, მე-2 ხარისხის, 1-ლი ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-3 და მე-2, წმ. ვლადიმირის მე-4 და მე-3 ხარისხის.
1918 წლიდან მსახურობდა ქართულ ჯარში. იყო ვეტერანთა სახლის უფროსი. 1921 საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში არ წავიდა. ცხოვრობდა თბილისში.
- მიხეილ ბახტაძე
ლიტერატურა
მ. გოგიტიძე, გ. ბეჟიტაშვილი, სამხედრო ფიცის ერთგულნი, თბ., 2015.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი