დემენცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დემენცია - (dementia), სინდრომი, აღმოცენებული თავის ტვინის ქრონიკული ან პროგრესირებადი დაავადების შედეგად, რომელიც ხასიათდება უმაღლესი ქერქული ფუნქციების (მათ შორისაა: მეხსიერება, აზროვნება, ორიენტაცია, შემეცნება, არითმეტიკული უნარი, დასწავლის უნარი, მეტყველება და კრიტიკული ფუნქციები) უმრავლესობის დარღვევებით. ცნობიერება ნათელია. კოგნიტიურ დარღვევებს ხშირად თან სდევს და ზოგჯერ წინაც უსწრებს ემოციათა კონტროლის უნარის დაქვეითება, სოციალური ქცევის ან მოტივაციის დარღვევები. (ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები)

დემენცია გულისხმობს ინტელექტის, მეხსიერებისა და პიროვნების გლობალურ დაქვეითებას ცნობიერების დარღვევის გარეშე (Lishman, 1998). იგი უპირატესად, მაგრამ არა ყოველთვის, პროგრესირებს. დემენციას იწვევს ბევრი დაავადება (იხ .ცხრილი: დემენციის მიზეზები ), მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ალცჰაიმერის დაავადება (შემთხვევათა 50-60%), ვასკულური დემენცია (20-25%) და ლევის სხეულების დემენცია (15-20%).

დემენცია გლობალური და გენერალიზებული აშლილობაა, თუმცა, ხშირად იწყება ფოკალური კოგნიტური ან ქცევითი დარღვევებით. ორივე კლასიფიკაციით - როგორც ICD-10-ით, ასევე, DSM-IV-ით, დემენციის დიაგნოზის დასმისთვის საჭიროა ორი ან ორზე მეტი კოგნიტური ფუნქციის (მეხსიერების, მეტყველების, აბსტრაქტული აზროვნებისა და მსჯელობის, ვიზუოპერცეპტუალური უნარების, პიროვნული თავისებურებებისა და სოციალური ფუნქციონირების) ისეთი გაუარესება, რომელიც გავლენას ახდენს სოციალურ და ოკუპაციურ ფუნქციონირებაზე. თავდაპირველად გამოვლენილი დეფიციტი შეიძლება იყოს უმნიშვნელო ან სიტუაციური და ვერ აკმაყოფილებდეს ამ კრიტერიუმებს. ასეთ შემთხვევაში საქმე გვაქვს მსუბუქ კოგნიტურ დაქვეითებასთან. დემენციის დროს დელირიუმისთვის დამახასიათებელი ფხიზელი პერიოდების ფლუქტუაცია, ჩვეულებრივ, არ აღინიშნება, გარდა ლევის სხეულების დემენციისა, როდესაც სახეზეა ცნობიერების გარდამავალი დარღვევები.

დემენციის მიზეზები

დემენციის მიზეზები
პირველადი ნეიროდეგენერაციული დაავადებები
ალცჰაიმერის დაავადება*, ლევის სხეულების დემენცია, პიკის დაავადება და სხვა ფრონტო-ტემპორალური დემენცია*,

პარკინსონის დაავადება*, პრიონული დაავადებები*, ჰანთინგთონის დაავადება*.

ვასკულური
ვასკულური დემენცია, მრავლობითი ინსულტი, ფოკალური თალამური და ბაზალური განგლიის ინსულტი, სუბდურული ჰემატომა.
ანთებითი და აუტოიმუნური
წითელი მგლურა და სხვა ვასკულიტები, როდესაც ცენტრალური ნერვული სისტემაც ჩათრეულია. B ეცჰეტის დაავადება, ნეიროსარკოიდოზი, Hashimoto-ს ენცეფალოპათია, მრავლობითი სკლეროზი.
ტრავმული
მძიმე ქალა–ტვინის დაზიანება ან განმეორებითი ქალა-ტვინის ტრავმა (მაგალითად, მოკრივეებში – „მოკრივეების დემენცია“) და სხვა.
ინფექციები და მათთან დაკავშირებული მდგომარეობები
აივ ინფექცია, პრიონული დაავადებები, ნეიროსიფილისი, პოსტენცეფალიტი, ლიმის დაავადება
მეტაბოლური და ენდოკრინული
ქრონიკული ურემია, თირკმლის დიალიზი, ღვიძლის უკმარისობა, ჰიპოთიროიდიზმი, ჰიპერთიროიდიზმი (აპათიური

ან მასკირებული), ჰიპოგლიკემია, კუშინგის სინდრომი, ჰიპოპიტუიტარიზმი, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა

სიმსივნეები
პოსტრადიაციული
პოსტანოქსიური
მწვავე ანემია, ოპერაციისშემდგომი (განსაკუთრებით, გულის შუნტირება), ნახშირჟანგით მოწამვლა, ქრონიკული ფილტვის უკმარისობა
ვიტამინებისა და სხვა ნივთიერებების ნაკლებობა
B12 ვიტამინი, ფოლიუმის მჟავა
ტოქსიკური
ალკოჰოლი, მძიმე მეტალებით მოწამვლა, ორგანული ნივთიერებებით, ორგანოფოსფატებით ინტოქსიკაცია
სხვა
ჰიდროცეფალია (ნორმალური წნევით)
* გენეტიკურად დეტერმინირებული ფორმები

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები