ბოიტო არიგო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
[[კატეგორია:კომპოზიტორები]] | [[კატეგორია:კომპოზიტორები]] | ||
[[კატეგორია:იტალიელი კომპოზიტორები]] | [[კატეგორია:იტალიელი კომპოზიტორები]] | ||
14:24, 5 ოქტომბერი 2021-ის ვერსია
ბოიტო არიგო - იტ. Arrigo Boito (24. II. 1842, პადუა, - 10. VI. 1918, მილანი), იტალიელი კომპოზიტორი, პოეტი.
სწავლობდა მილანის კონსერვატორიაში. ავტორია ორი ოპერისა: „მეფისტოფელი“ (გოეთეს „ფაუსტის“ მიხედვით 1868, საბოლოო რედ. 1886, მილანი), „ნერონი“ (ა. ტოსკანინის რედაქციით დაიდგა 1884, მილანში).
იზიარებდა რ. ვაგნერის მუსიკალური დრამის ზოგიერთ პრინციპს. 60-იან წლებში გაიცნო და შემდეგ დაუახლოვდა ჯ. ვერდის, გახდა მისი უახლოესი თანამშრომელი. მას ეკუთვნის ვერდის ოპერების: „სიმონ ბოკანეგრა“, „ოტელო“, „ფალსტაფი“, აგრეთვე ჯ. პონკიელის „ჯოკონდას“ ლიბრეტოები და სხვ.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი