ფერადი სმენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ფერადი სმენა“ გადაიტანა გვერდზე „სინოფსია“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სინოფსია“ გადაიტანა გვერდზე „ფერადი სმენა“ გადამისამართებაზე)

19:51, 1 თებერვალი 2022-ის ვერსია

ფერადი სმენა, სინოფსია – შუქფერადოვანი ასოციაციები, წარმოიქმნებიან გონებაში როგორც სმენითი შთაბეჭდილებების თანამგზავრები.

ცნობილია, რომ მაჟორული და მინორული კილოების შეპირისპირების დროს ჩვეულებრივ წარმოიშვება შუქ-ჩრდილის მსგავსი შეგრძნებები; ისეთი ასოციაციები, როგორიცაა – მაჟორის სიკაშკაშე, სინათლე და მინორის სიმქრქალე, სირბილე – სავსებით თანხვდება კილოებრივი მიხრილობის განზოგადებულ გამომსახველობას.

ფერადი სმენა ჰქონდათ სკრიაბინს, რიმსკი-კორსაკოვს და სხვებს. ფერადოვანი ან ფეროვანი მუსიკა ბგერისმიერი ინფორმაციის გარდასახვაა; ბგერასა და ფერს შორის კანონზომიერი კავშირების არსებობის უძველესი ძიებანი რეალური გახდა დღეს – ავტომატიკის, ელექტრონიკის და კიბერნეტიკის საუკუნეში.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები