ცალხელი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ცალხელი“ გადაიტანა გვერდზე „კირილე გიორგაძე“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გიორგაძე კირილე“ გადაიტანა გვერდზე „ცალხელი“ გადამისამართებ...) |
| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |
მიმდინარე ცვლილება 16:36, 26 აპრილი 2022 მდგომარეობით
ცალხელი − (XIX-XX სს), პოეტი. კირილე ალექსანდრეს ძე გიორგაძე (სხვა ფსევდონიმი − მ. გიორგაძე). ლექსებს ბეჭდავდა მეოცე საუკუნის დასაწყისში „ივერიაში“, „ახალ დროებაში“. შალვა გოზალიშვილი, წიგნში „ქართული მხატვრული ლიტერატურის ისტორია“, წერს: „პოეტ-აკადემიკოსის იოსებ გრიშაშვილის გადმოცემით ფსევდონიმი „ცალხელი“ ეკუთვნის გიორგაძეს. თუკი ვინ არის ეს გიორგაძე, მის შესახებ ცნობები არ მოგვიპოვებია. ვიცით მხოლოდ, რომ ეს გიორგაძე სინამდვილეში ცალხელა კაცი ყოფილა, რის მიხედვითაც აუღია მას თავისი ფსევდონიმი“ მისი ლექსი „დილის ლაჟვარდნო“ უნდა იყოს 1903-1905 წლების რევოლუციური მოძრაობით აღფრთოვანებული და იმედმოცემული ადამიანის გზნებით შექმნილი, რომელსაც იმედი ჰქონდა სამართლიანობის გამარჯვებისა, ბოროტ, ხალხის მჩაგვრელ ძალებზე, რუსეთის მეფის ხელისუფლებაზე. მეორე ლექსიც, „მოწოდება“, ამავე სულისკვეთებითაა დაწერილი.
- მოწოდება
- მო, ტალღა ვკრათ წარმავალსა,
- შავს უფსკრულსა ჩავასვენოთ,
- და გზა მივცეთ მომავალსა,
- ბრიყვთა თავი არ ვაჩვენოთ.
- დროა მოკვდეს რაცა კვდება,
- რაც იზრდება - გზა მიეცეს,
- ძმებო! გვმართებს თავდადება,
- რომ სიცრუე ძირს დაეცეს...
- წარსულმა ხომ მისცა აწმყოს,
- აწმყოც მისცემს მომავალსა,
- ვაგლახ იმ კაცს, ვინც უარჰყოფს,
- აღუდგეს წინ „ძალთა-ძალსა“...