დოგმა
(ახალი გვერდი: '''დოგმა''' - (ბერძ.) აზრი, ცნება, რომელიც სარწმუნო ჭეშმარიტებადა...) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''დოგმა''' - (ბერძ.) აზრი, ცნება, რომელიც სარწმუნო ჭეშმარიტებადაა მიჩნეული. ქართული შესაბამისი სიტყვაა რწმენითი სჯული. | '''დოგმა''' - (ბერძ.) აზრი, ცნება, რომელიც სარწმუნო ჭეშმარიტებადაა მიჩნეული. ქართული შესაბამისი სიტყვაა რწმენითი სჯული. | ||
+ | ქრისტიანული დოგმატები - ეს იგივე ფორმულებია, რომლებშიც ჩამოყალიბებულია მართლმადიდებლური სარწმუნოების უმთავრესი დებულებები. თითოეული ეს დოგმატი-ფორმულა ემყარება საღმრთო წერილს და გადმოსცემს გამოცხადებული სიბრძნის ამა თუ იმ მხარეს, დადგენილებათა და განაწესთა სახით. დოგმატიკა ქრისტიანობის ადრეულ ეტაპზევე წარმოიშვა. წმინდა მამებმა და ეკლესიის მოძღვრებმა იმთავითვე ხელი მოჰკიდეს სარწმუნოების არსებით დებულებათა ფორმულირებას. თუმცა დოგმატიკური მწერლობა განსაკუთრებით განვითარდა IV საუკუნიდან, როდესაც ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა. ამ დროიდან მოყოლებული ეკლესიის წიაღში განსაკუთრებული ძალით იჩინა თავი მწვალებლობამ და სექტანტობამ, რაც ემყარებოდა რჯულის ამა თუ იმ საკითხის მცდარ ინტერპრეტაციას. ამიტომ IV-VIII საუკუნეებში შვიდმა მსოფლიო და რამდენიმე ადგილობრივმა კრებამ, რომლებიც სული წმინდის მადლით დაზღვეული იყო ცდომილებებისაგან მართლმადიდებლური მოძღვრების უმთავრესი დებულებების მკაცრი რეგლამენტაცია დააწესა. ქრისტიანული სწავლების უცთომელ ფორმულებში ჩამოსხმამ კი, ერთი მხრივ, ალაგმა სოკოებივით მომრავლებული ერესები და ცრუ მოძღვრებანი, ხოლო, მეორე მხრივ, სისტემაში მოიყვანა და სრულყოფილი სახე მისცა ორთოდოქსულ ღვთისმეტყველებას. ქრისტიანული დოგმატიკის წყაროა ნიკეა-კონსტანტინოპოლის კრებათა „მრწამსი“, ანუ „სარწმუნოების სიმბოლო“, რომელიც საღმრთო წერილსა და გადმოცემაზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა. „მრწამსი“- ესაა სარწმუნოების ერთგვარი კონსპექტი, ქრისტიანული მოძღვრების დოგმატურ, მყარ, უცვალებელ დებულებათა ზუსტი და ამომწურავი შეჯამება. | ||
− | |||
− | |||
+ | == წყარო == | ||
+ | * ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ. | ||
+ | * ლიტერატურული ძიებანი № 26 - თბ., შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, 2005 | ||
− | |||
− | [[კატეგორია: | + | |
+ | [[კატეგორია:რელიგია]] |
16:27, 6 მარტი 2017-ის ვერსია
დოგმა - (ბერძ.) აზრი, ცნება, რომელიც სარწმუნო ჭეშმარიტებადაა მიჩნეული. ქართული შესაბამისი სიტყვაა რწმენითი სჯული.
ქრისტიანული დოგმატები - ეს იგივე ფორმულებია, რომლებშიც ჩამოყალიბებულია მართლმადიდებლური სარწმუნოების უმთავრესი დებულებები. თითოეული ეს დოგმატი-ფორმულა ემყარება საღმრთო წერილს და გადმოსცემს გამოცხადებული სიბრძნის ამა თუ იმ მხარეს, დადგენილებათა და განაწესთა სახით. დოგმატიკა ქრისტიანობის ადრეულ ეტაპზევე წარმოიშვა. წმინდა მამებმა და ეკლესიის მოძღვრებმა იმთავითვე ხელი მოჰკიდეს სარწმუნოების არსებით დებულებათა ფორმულირებას. თუმცა დოგმატიკური მწერლობა განსაკუთრებით განვითარდა IV საუკუნიდან, როდესაც ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა. ამ დროიდან მოყოლებული ეკლესიის წიაღში განსაკუთრებული ძალით იჩინა თავი მწვალებლობამ და სექტანტობამ, რაც ემყარებოდა რჯულის ამა თუ იმ საკითხის მცდარ ინტერპრეტაციას. ამიტომ IV-VIII საუკუნეებში შვიდმა მსოფლიო და რამდენიმე ადგილობრივმა კრებამ, რომლებიც სული წმინდის მადლით დაზღვეული იყო ცდომილებებისაგან მართლმადიდებლური მოძღვრების უმთავრესი დებულებების მკაცრი რეგლამენტაცია დააწესა. ქრისტიანული სწავლების უცთომელ ფორმულებში ჩამოსხმამ კი, ერთი მხრივ, ალაგმა სოკოებივით მომრავლებული ერესები და ცრუ მოძღვრებანი, ხოლო, მეორე მხრივ, სისტემაში მოიყვანა და სრულყოფილი სახე მისცა ორთოდოქსულ ღვთისმეტყველებას. ქრისტიანული დოგმატიკის წყაროა ნიკეა-კონსტანტინოპოლის კრებათა „მრწამსი“, ანუ „სარწმუნოების სიმბოლო“, რომელიც საღმრთო წერილსა და გადმოცემაზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა. „მრწამსი“- ესაა სარწმუნოების ერთგვარი კონსპექტი, ქრისტიანული მოძღვრების დოგმატურ, მყარ, უცვალებელ დებულებათა ზუსტი და ამომწურავი შეჯამება.
წყარო
- ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
- ლიტერატურული ძიებანი № 26 - თბ., შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, 2005