ჭაობი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჭაობი''' – დედამიწის ზედაპირის განსაკუთრებული ტიპი, რომლის...)
 
(წყარო)
ხაზი 5: ხაზი 5:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
[[კატეგორია:გეპგრაფიული ტერმინები]]
+
[[კატეგორია:გეგრაფიული ტერმინები]]

16:18, 3 ნოემბერი 2022-ის ვერსია

ჭაობი – დედამიწის ზედაპირის განსაკუთრებული ტიპი, რომლისთვისაც დამახასიათებელია უტორფო ან ტორფიანი, მუდმივად ტენიანი გრუნტი და სპეციფიკური მცენარეულობა, რომელშიც გაბატონებულია ჰელოფიტები. ჭაობი, მარში, ჭანჭრობი, ტბისა და მდინარის დატბორილი ნაპირები, ესტუარი – ყველა მიკუთვნება დაჭაობებულ ტერიტორიას. ისინი მრავალ ჰაბიტატს ქმნის მცენარეებისა და ცხოველებისთვის, რომლებიც ღრმა წყლებში და მშრალ ხმელეთზე ვერ ცხოვრობენ. ფრინველებისათვის იდეალური ადგილია: ბინადრობს უამრავი თევზი, მცენარე და მწერი, რაც მათ საკვებ ბაზას შეადგენს; ყველგან ხარობს ლელქაში და ჭილი ბუდის გასაკეთებლად. მდინარეები გამუდმებით ლექავს მოტანილ ნაშალ მასალას, ტალახში მცენარეულობა იზრდება, ამიტომ დაჭაობებული ადგილები დროთა განმავლობაში ნელ-ნელა იერსახეს იცვლის. ბევრ მათგანს საფრთხე ემუქრება, რადგან ჯერ ამოაშრობენ, შემდეგ კი ფერმერული და სატყეო მეურნეობისათვის ან სამშენებლო უბნებად იყენებენ. ზოგჯერ ხდება ჭ. დაშრობა ავადმყოფობის გამავრცელებელი პარაზიტი მწერების გასანადგურებლად.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები