დადიანი სამსონ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დადიანი სამსონ პლატონის ძე“ გადაიტანა გვერდზე „[[სამსონ დადიანი]...) |
(→წყარო) |
||
ხაზი 19: | ხაზი 19: | ||
[[საქართველოს ეროვნული არქივი]] | [[საქართველოს ეროვნული არქივი]] | ||
− | [[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]][[კატეგორია:სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრები | + | [[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]] |
+ | [[კატეგორია:სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრები]] |
11:50, 11 მაისი 2017-ის ვერსია
სამსონ პლატონის ძე დადიანი – (დ. 23 დეკემბერი, 1886, სოფ. მაიდანახები (ზუგდიდის მაზრა, ქუთაისის გუბერნია). ეკუთვნის საქართველოს სოციალისტ-ფედერალისთა პარტიას
სარჩევი |
განათლება
მიიღო უმაღლესი იურიდიული განათლება პეტროგრადის უნივერსიტეტში. ქ. თბილისში დაამთავრა ქართული გიმნაზია.
სტუდენტობის დროს აქტიურს მონაწილეობას იღებდა სოც.-ფედერ. სტუდენტურს ორგანიზაციებში და აგრეთვე „დამონებულ ერთა პროგრესიულ სტუდენტობის ორგანიზაციათა ფედერაციაში“. 1910 წელს ორგანიზაციას ყურადღება მიაქცია მთავრობამ, დაიჭირეს რამდენიმე უკრაინელი წევრები ფედერაციისა, აგრეთვე გაჩხრიკეს ს. დადიანიც და ერთი კვირა იყო „ოხრანკაში“ დატუსაღებული.
პუბლიცისტური მოღვაწეობა
მონაწილეობას იღებდა თითქმის ყველა სერიოზულს ქართულს ჟურნალ-გაზეთებში, ამ უკანასკნელს დროს სწერს მხოლოდ პარტიულს გამოცემებში. ჟურნალ „განათლებაში“ დაიბეჭდა მისი სოციოლოგიური ხასიათის მიმოხილვა მე XIX საუკუნის სიტყვა-კაზმული მწერლობისა, რისთვისაც ცენზურამ დაიჭირა ერთი ნომერი და ძლივს გადარჩა ავტორი და რედაქტორი ციხეს.
„სახალხო საქმები“ დაიბეჭდა მისი ვრცელი ლექცია „უნიტარულ და ფედერატიულ რესპუბლიკაზე“, იბეჭდებოდა შინაური მიმოხილვა“ და მრავალი სხ. პუბლიცისტური წერილები.
სამსახურში არასოდეს ყოფილა და ამჟამად არის წევრი საქართველოს ეროვნული საბჭოსი.