პარასკენიუმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პარასკენიუმი“ გადაიტანა გვერდზე „პარასკენე“) |
13:23, 1 მაისი 2023-ის ვერსია
პარასკენიუმი, პარასცენიუმი – ანტიკურ თეატრში გვერდითი ფიცრული მინაშენი (ფრთები) სცენის ცენტრალური ფასადის ორივე მხარეს. ისევე, როგორც სკენეს კედელი, პარასკენიუმებიც დეკორაციას წარმოადგენდა თეატრალური სპექტაკლისათვის, პარასკენიუმს ემიჯნებოდა მცირე ნაგებობანი. პარასკენიუმებს შორის აღმართული იყო პროსკენიუმები. ფიცრული პარასკენიუმები, რომლებიც წინ იყო წამოწეული და სცენას ესალტებოდა, აუმჯობესებდა აკუსტიკას, აძლიერებდა რეზონასს და მაყურებელთა ყურადღებას ამახვილებდა „ორქესტრას“ უკანა კედელზე.