აყ ჟუღუთური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''აყ ჟუღუთურ-ი''' ''(ბალყ.-ყარაჩ. Акъ жугъутур – „თეთრი ჯიხვი“)'' – ღვთაება [[აფსათი]]ს ერთ-ერთი ზოომორფული იპოსტასი ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში. აყ ჟუღუთურთან დაკავშირებულია მეტად საინტერესო ტიპიური ეთნოლოგიური [[მითი]]: ერთხელ თეთრმა ჯიხვმა, რომელიც თავის მრავალრიცხოვან ოჯახთან ერთად იალბუზის ფერდობზე ცხოვრობდა, დაინახა, რომ მათკენ ვეებერთელა თეთრი ბურთი მოგორავს. მან ქვებზე ალესილი წამახული [[რქა|რქების]] ძლიერი დარტყმით იგი ორად გახეთქა. მისი ერთი ნახევარი იალბუზის მწვერვალს მოხვდა და ორად გაყო, მეორე ნახევარი ზეცაში აფრინდა, და მას შემდეგ, რაც ეს ნახევარი გვერდულად შემოტრიალდება, ჩვენ ცაზე ნახევარ მთვარეს ვხედავთ. ამაზე მოხუცები ამბობენ: „ჯიხვმა მთვარე ორად გააპო“. როგორც ვხედავთ, აყ ჟუღუთური წარმოდგება, როგორც კულტურული გმირი, რომელიც სამყაროს აშენ-ალაგებს. ეს მითი, ვფიქრობ, ღვთაება აფსათის შესახებ წარმოდგენების განვითარების არქაულ სტადიას გამოხატავს.
+
'''აყ ჟუღუთურ-ი''' ''(ბალყ.-ყარაჩ. Акъ жугъутур – „თეთრი ჯიხვი“)'' – ღვთაება [[აფსათი]]ს ერთ-ერთი ზოომორფული იპოსტასი ბალყარულ-ყარაჩულ [[მითოლოგია]]ში. აყ ჟუღუთურთან დაკავშირებულია მეტად საინტერესო ტიპიური ეთნოლოგიური [[მითი]]: ერთხელ თეთრმა ჯიხვმა, რომელიც თავის მრავალრიცხოვან ოჯახთან ერთად იალბუზის ფერდობზე ცხოვრობდა, დაინახა, რომ მათკენ ვეებერთელა თეთრი ბურთი მოგორავს. მან ქვებზე ალესილი წამახული [[რქა|რქების]] ძლიერი დარტყმით იგი ორად გახეთქა. მისი ერთი ნახევარი იალბუზის მწვერვალს მოხვდა და ორად გაყო, მეორე ნახევარი ზეცაში აფრინდა, და მას შემდეგ, რაც ეს ნახევარი გვერდულად შემოტრიალდება, ჩვენ ცაზე ნახევარ მთვარეს ვხედავთ. ამაზე მოხუცები ამბობენ: „ჯიხვმა მთვარე ორად გააპო“. როგორც ვხედავთ, აყ ჟუღუთური წარმოდგება, როგორც კულტურული გმირი, რომელიც სამყაროს აშენ-ალაგებს. ეს მითი, ვფიქრობ, ღვთაება აფსათის შესახებ წარმოდგენების განვითარების არქაულ სტადიას გამოხატავს.
  
  

მიმდინარე ცვლილება 23:45, 19 სექტემბერი 2023 მდგომარეობით

აყ ჟუღუთურ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Акъ жугъутур – „თეთრი ჯიხვი“) – ღვთაება აფსათის ერთ-ერთი ზოომორფული იპოსტასი ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში. აყ ჟუღუთურთან დაკავშირებულია მეტად საინტერესო ტიპიური ეთნოლოგიური მითი: ერთხელ თეთრმა ჯიხვმა, რომელიც თავის მრავალრიცხოვან ოჯახთან ერთად იალბუზის ფერდობზე ცხოვრობდა, დაინახა, რომ მათკენ ვეებერთელა თეთრი ბურთი მოგორავს. მან ქვებზე ალესილი წამახული რქების ძლიერი დარტყმით იგი ორად გახეთქა. მისი ერთი ნახევარი იალბუზის მწვერვალს მოხვდა და ორად გაყო, მეორე ნახევარი ზეცაში აფრინდა, და მას შემდეგ, რაც ეს ნახევარი გვერდულად შემოტრიალდება, ჩვენ ცაზე ნახევარ მთვარეს ვხედავთ. ამაზე მოხუცები ამბობენ: „ჯიხვმა მთვარე ორად გააპო“. როგორც ვხედავთ, აყ ჟუღუთური წარმოდგება, როგორც კულტურული გმირი, რომელიც სამყაროს აშენ-ალაგებს. ეს მითი, ვფიქრობ, ღვთაება აფსათის შესახებ წარმოდგენების განვითარების არქაულ სტადიას გამოხატავს.



[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Карачаево-балкарские мифы. Составитель М. Джуртубаев. Нальчик, 2007;
  • Джуртубаев М. Ч. Мифология и эпос карачаево-балкарского народа. Древние верования балкарцев и карачаевцев.
  • Карачаево-Балкарский героический эпос. Нальчик, 2011.


[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები