კობრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კობრი“ გადაიტანა გვერდზე „გოჭა (თევზი)“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გოჭა (თევზი)“ გადაიტანა გვერდზე „კობრი“ გადამისამართებაზე) |
05:24, 8 მაისი 2024-ის ვერსია
კობრი, გოჭა – (Cyprinus carpio Linne), თევზი კობრისებრთა ოჯახიდან. ბინადრობს მდინარე მტკვარში, ფარავნისა და საღამოს ტბებში. ხელოვნურად გადაყვანილია ტაბაწყურის ტბაში. სწრაფად მზარდი და მაღალპროდუქტიული სახეობაა. იკვებებიან უხერხემლო ცხოველებითა და მცენარეებით. ფართოდ იყენებენ ტბორულ მეურნეობაში. გამოყვანილია სატბორო ჯიშები. მტკნარი წყლის თევზების ჭერაში საქართველოში მას დიდი ადგილი ეკავა. მთელი ქვეყნის მასშტა ბით, 1940-1960 წლებში იჭერდნენ 400 ცენტნერს ყოველწლიურად.