უტყისუბანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „უთხის უბანი“ გადაიტანა გვერდზე „უტყისუბანი“ გადამისამართება...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „უტყვისა“ გადაიტანა გვერდზე „უტყისუბანი“ გადამისამართებაზე)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 23:00, 15 მაისი 2024 მდგომარეობით

უტყისუბანი, (უთხის უბანი, უტყვისა) – სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში, მლაშეს თემში, ზღვის დონიდან 1500-1520 მ სიმაღლეზე. მიდამოები შემოსილია წიწვიანი ტყეებით. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში.

მოსახლეობის რიცხოვნობა – 79, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – ქართველი (2002). მდინარე ძინძეს ხეობაში გაქვავებული ტყის მასივია. შემორჩენილია შუა საუკუნეების ეკლესიების – „ჩაკიდულას” და „ქაცარულას” ნანგრევები. ისტორიულ წყაროებში სხვადასხვა სახელითაა მოხსენიებული. თავდაპირველი ფორმა „უტყისუბანია”, მოგვიანებით გაჩნდა „უთხის უბანი”. მიუხედავად ტყიან არემარეში მდებარეობისა, სახელწოდებას მაინც სიტყვა „უტყეობას” უკავშირებენ. როგორც ფიქრობენ, დასახლების შექმნისას იყო იგი უტყეო, ან მერე იქცა უტყეოდ. ტოპონიმი რთული სიტყვისაგან შედგენილი სახელწოდებაა. მაწარმოებელია სიტყვა „უბანი”.


[რედაქტირება] წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები