ბეკერელი ანტუან ანრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბეკერელი ანტუან ანრი“ გადაიტანა გვერდზე „[[ანტუან ანრი ბეკერელი]...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ანტუან ანრი ბეკერელი“ გადაიტანა გვერდზე „[[ბეკერელი ანტუან ანრი]...)

20:57, 26 დეკემბერი 2024-ის ვერსია

ანტუან ანრი ბეკერელი – (ფრანგ. Henri Becquerel, 1852 - 1908), ფრანგი ფიზიკოსი და ინჟინერი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში.

ბეკერელი წარმოშობით ცნობილი ფრანგი ფიზიკოსების ოჯახიდანაა. მისი ბაბუა პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი იყო, მეცნიერი მინერალოგი და ელექტროქიმიკოსი. ფიზიკის პროფესორი იყო მამამისიც. ანრი ბეკერელი ბაბუისა და მამის კვალს მიჰყვებოდა. პარიზის პოლიტექნიკური სკოლის პროფესორი, 1889 წელს პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი გახდა, სადაც დიდხანს ეკავა უცვლელი მდივნის პოსტი. 25 წლის ასაკში გამოაქვეყნა პირველი მეცნიერული ნაშრომი: „ბრუნვითი მაგნიტური პოლარიზაციის გამოკვლევა“. შემდგომმა შრომებმა ოპტიკაში, ელექტრობაში, მაგნეტიზმში, ფოტოქიმიაში, ელექტროქიმიაში და მეტეოროლოგიაში სახელი მოუტანეს მას.

ბეკერელის ყველაზე მთავარი მეცნიერული მიღწევა ურანის რადიოაქტიური გამოსხივების აღმოჩენაა. როცა თავის მამასთან ერთად დაწყებულ ფოსფოროსცენციის გამოკვლევებს აგრძელებდა. რენტგენის მიერ ახალი სახის სხივების აღმოჩენის შემდეგ ბეკერელმა ლუმინესცენცირებული სხეულების გამოსხივების გამოკვლევა დაიწყო. მალე შეამჩნია, რომ ურანის მარილები მოქმედებენ ფოტოფირფიტაზე იმ შემთხვევაშიც კი, როცა ისინი წინასწარ არ არიან დასხივებული რენტგენის სხივებით. საკონტროლო ცდებმა ბეკერელი დაარწმუნა იმაში, რომ ურანის მარილების გამოსხივებას არავითარი საერთო არა აქვს ფოსფოროსცენცირებულ გამოსხივებასთან, იგი ამ მარილების დამოუკიდებელ თვისებას წარმოადგენს და ეს გამოსხივება თავისი თვისებებით განსხვავდება რენტგენის გამოსხივებისაგან.

ბეკერელის მიერ ურანის მარილების ამ თვისებების შესწავლამ მარია კიური-სკლოდოვსკა და მისი მეუღლე პიერ კიური რადიაქტივობის აღმოჩენამდე მიიყვანა, ამ აღმოჩენისათვის მეცნიერებმა ნობელის პრემია მიიღეს.


წყარო

დიდი ფიზიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები