ღამის ყანჩა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ღამის ყანჩა''' (''ლათ.'' Nycticorax) – ფრინველთა გვარი [[ყარყატისნაირნი|...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ღამის ყანჩა''' (''ლათ.'' Nycticorax) – ფრინველთა გვარი [[ყარყატისნაირნი|ყარყატისნაირთა]] რიგიდან.  ამ გვარიდან [[საქართველო]]ში მოიპოვება ერთი სახეობა − ღამის ყანჩა.
 
'''ღამის ყანჩა''' (''ლათ.'' Nycticorax nycticorax Linnaeus), 1758 − საშუალო სიდიდის ფრინველია, ფრთა 260-345 მმ-ია, [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]] – 60-83 მმ, წონა – 750 გ-მდე. სიდიდით და შეფერილობით ორივე სქესის ფრინველი თითქმის ერთნაირია, მაგრამ შეფერილობა ცვალებადია ასაკისა და სეზონების მიხედვით. შუბლის ძირი და ზოლები თვალებს ზემოდან, აგრეთვე მთელი ქვემო მხარე ნიკაპიდან კუდის ქვემო მფარავებამდე თეთრია. თავი, კეფა და ზურგი შავია, მოლურჯო-მომწვანო ელფერით. კეფაზე 2-3 გრძელი ლენტისებური ბუმბულია, რომელთაგან 2 თეთრია, ერთი კი შავი, თეთრი კიდით შუა ნაწილში. ლოყები, კისრის გვერდები და უკანა მხარე, წელი და კუდის ზემო მფარავები მორუხო-კვამლისფერია. მომქნევები და საჭის ბუმბულები რუხი-ნაცრისფერია. ნისკარტი შედარებით მოკლე, მაღალი და ნისკარტზედას ქედი ამოზნექილი, ფერად შავია. ფეხები ვარდისფერი ან ყვითელია.
 
ხაზი 24: ხაზი 22:
 
[[საქართველოს ფრინველების სარკვევი]]
 
[[საქართველოს ფრინველების სარკვევი]]
  
[[კატეგორია:ფრინველთა გვარი]]
 
[[კატეგორია:ფრინველები]]
 
[[კატეგორია:ფრინველები]]
 
[[კატეგორია:ყარყატისნაირნი]]
 
[[კატეგორია:ყარყატისნაირნი]]
 
[[კატეგორია:ყანჩისებრნი]]
 
[[კატეგორია:ყანჩისებრნი]]

13:54, 30 იანვარი 2025-ის ვერსია

ღამის ყანჩა (ლათ. Nycticorax nycticorax Linnaeus), 1758 − საშუალო სიდიდის ფრინველია, ფრთა 260-345 მმ-ია, ნისკარტი – 60-83 მმ, წონა – 750 გ-მდე. სიდიდით და შეფერილობით ორივე სქესის ფრინველი თითქმის ერთნაირია, მაგრამ შეფერილობა ცვალებადია ასაკისა და სეზონების მიხედვით. შუბლის ძირი და ზოლები თვალებს ზემოდან, აგრეთვე მთელი ქვემო მხარე ნიკაპიდან კუდის ქვემო მფარავებამდე თეთრია. თავი, კეფა და ზურგი შავია, მოლურჯო-მომწვანო ელფერით. კეფაზე 2-3 გრძელი ლენტისებური ბუმბულია, რომელთაგან 2 თეთრია, ერთი კი შავი, თეთრი კიდით შუა ნაწილში. ლოყები, კისრის გვერდები და უკანა მხარე, წელი და კუდის ზემო მფარავები მორუხო-კვამლისფერია. მომქნევები და საჭის ბუმბულები რუხი-ნაცრისფერია. ნისკარტი შედარებით მოკლე, მაღალი და ნისკარტზედას ქედი ამოზნექილი, ფერად შავია. ფეხები ვარდისფერი ან ყვითელია.

ცნობილია 3 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივ ღამის ყანჩა – N. n. nycticorax Linn., 1758.

სარჩევი

 [დამალვა

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს დასავლეთ ევროპას, მთელ აფრიკას (საჰარის გამოკლებით), სამხრეთ აზიას, იაპონიასა და ინდო-მალაის ოლქს; ჩრდილოეთ, შუა და სამხრეთ ამერიკას, ჰავაისა და ფოლკლენდის კუნძულებს. სსრკ ფარგლებში ბუდობს მოლდავეთში, სამხრეთ უკრაინაში, კავკასიაში, ვოლგისა და ურალის ქვემო წელში, ყაზახეთში, შუა აზიასა და სომხეთში. სსრ კავშირში მობუდარი პოპულაციები იზამთრებენ ამიერკავკასიასა და ხმელთაშუა ზღვის რაიონებში. საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი ფრინველი.

ბიოტოპი

მდინარისპირა ჭალები, ხშირი ბუჩქნარებით, ტყით ან ლელქაშით. ბუდობის შემდგომ პერიოდში – ტბებისა და მდინარეთა სანაპირო ჭაობები.

გამრავლება

ბუდობა ყოველთვის კოლონიურია, ხშირად სხვა ყანჩებთან ერთად. ბუდეს იკეთებს ხეებზე, ხშირი ტოტების ტევრში და იყენებს მრავალ წელიწადს ერთსა და იმავე ბუდეს ზედიზედ. აპრილის მეორე ნახევარში დებს 4-5 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა 21-22 დღეს აღწევს.

კვება

აქტიურია მხოლოდ ღამით (აქედან მისი სახელწოდებაც). საკვებსაც ღამით ეძებს და პოულობს. იკვებება ნაირგვარი მწერებით, ჭიებით, თავკომბალებით, წვრილი თევზებით, თაგვისებური მღრღნელებით და სხვ.

მნიშვნელობა

კვების თავისებურებით სასარგებლო ფრინველია.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები