მელივა გურამ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მელივა გურამ“ გადაიტანა გვერდზე „გურამ მელივა“) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Meliva guram.PNG|thumb|გურამ მელივა]] | ||
'''გურამ მელივა''' – (8. XI. 1933, [[თბილისი]] – 15.IV.2014, იქვე), ოპერის რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1990), ღირსების ორდენის კავალერი, „ხელოვნების ქურუმის“ წოდების მფლობელი. | '''გურამ მელივა''' – (8. XI. 1933, [[თბილისი]] – 15.IV.2014, იქვე), ოპერის რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1990), ღირსების ორდენის კავალერი, „ხელოვნების ქურუმის“ წოდების მფლობელი. | ||
მიმდინარე ცვლილება 12:55, 8 მაისი 2025 მდგომარეობით
გურამ მელივა – (8. XI. 1933, თბილისი – 15.IV.2014, იქვე), ოპერის რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1990), ღირსების ორდენის კავალერი, „ხელოვნების ქურუმის“ წოდების მფლობელი.
1958 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი; 1962 სანკტ- პეტერბურგის კონსერვატორია. გაიარა უმაღლესი სტაჟირება საოპერო რეჟისურაში. 1967 იყო სტაჟიორი ბერლინის „კომიშე ოპერაში“ ვ. ფელზენშტაინის ხელმძღვანელობით. თავისი პირველი საოპერო სპექტაკლი რ. გაბიჩვაძის ოპერა „ნანა“ მელიავამ დადგა თბილისის საოპერო თეატრში (1957). 1969 ამავე თეატრში ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“. 1972 ლოძის (პოლონეთი) საოპერო თეატრში ჯ. კახიძესთან ერთად მელიავამ დადგა ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ და ჯ. ვერდის ტრავიატა, 1975 კრაკოვის ოპერაში – მ. მუსორგსკის „სოროჩინცის ბაზრობა“. 1975-89 მ. იყო ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი რეჟისორი. 1977 მელიავამ ლოძის დიდ საოპერო თეატრში დადგა ს. პროკოფიევის „ქორწინება მონასტერში“, 1980-81 აქვე – ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“ და ჟ. ოფენბახის „ლურჯწვერა რაინდი“, 1982 კიევის საოპერო თეატრში ო. თაქთაქიშვილის „პირველი სიყვარული“. 1994-95 ლოძის დიდ თეატრში მელიავამ დადგა ა. ბოროდინის „თავადი იგორი“, ჯ. პუჩინის „ბოჰემა“ და ჯ. ვერდის „რიგოლეტო.“ 1997 თბილისის საოპერო თეატრში – პ. ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“, 1999 აქვე გ. დონიცეტის „სიყვარულის ნექტარი“ და სხვ.