ფისტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''ფისტიკა''' (ბისტიკა) − პროფესიული ხალხური მომღერალი, რომელსაც მიაწერენ, სალექსო საზომის ([[ბისტიკაური]]ს) დამკვიდრებას ქართულ პოეზიაში ამ მოსაზრების წყაროს წარმოადგენს „არჩილიანის“ ერთი ადგილი:  
 
'''ფისტიკა''' (ბისტიკა) − პროფესიული ხალხური მომღერალი, რომელსაც მიაწერენ, სალექსო საზომის ([[ბისტიკაური]]ს) დამკვიდრებას ქართულ პოეზიაში ამ მოსაზრების წყაროს წარმოადგენს „არჩილიანის“ ერთი ადგილი:  
  
:::::„არამც რომ დამკერელი იყოს სტვირისა, ჭიანურისა,  
+
:::::„არამც რომ დამკვრელი იყოს სტვირისა, ჭიანურისა,  
:::::ზედან ემღერდეს შაირებს ნათქვამს ბისტიკას ცრუისა“.  
+
:::::ზედან უმღერდეს შაირებს ნათქვამს ბისტიკას ცრუისა“.  
  
აქედან [[ინგოროყვა პავლე|პ. ინგოროყვა]]ს გამოყავს დასკვნა, რომ ბისტიკა დაბალი წრიდან გამოსული სახალხო პოეტი ყოფილა რომლის ლექსებს სტვირსა და [[ჭიანური|ჭიანურზე]] მღეროდნენ [[აშუღი|აშუღები]]. მკვლევრის მტკიცებით, ბისტიკა [[რუსთველი შოთა|რუსთველზე]] ადრინდელი პოეტია ხოლო შავთელური და ჩახრუხაული სალექსო საზომები ბისტიკაურის (ფისტიკაურის) შემდგომ განვითარებულ თუ გართულებულ სახეს წარმოადგენს.  
+
აქედან [[ინგოროყვა პავლე|პ. ინგოროყვა]]ს გამოჰყავს დასკვნა, რომ ბისტიკა დაბალი წრიდან გამოსული სახალხო პოეტი ყოფილა რომლის ლექსებს სტვირსა და [[ჭიანური|ჭიანურზე]] მღეროდნენ [[აშუღი|აშუღები]]. მკვლევრის მტკიცებით, ბისტიკა [[რუსთველი შოთა|რუსთველზე]] ადრინდელი პოეტია ხოლო შავთელური და ჩახრუხაული სალექსო საზომები ბისტიკაურის (ფისტიკაურის) შემდგომ განვითარებულ თუ გართულებულ სახეს წარმოადგენს.  
  
 
ბისტიკას ეტიმოლოგიაზე მეცნიერებაში ორი მოსაზრებაა გამოთქმული: 1. ბისტი უნდა ნიშნავდეს იმასვე, რასაც ბისტიანი, თვალ-ბისტიანი, ბრმა ([[ინგოროყვა პავლე|პ. ინგოროყვა]]). 2. პისტიკ, ბისტიკა, ფისტიკ – აღნიშნავს პატარას, პაწაწინას (ა. [[შანიძე აკაკი|შანიძე]]), ორივე  
 
ბისტიკას ეტიმოლოგიაზე მეცნიერებაში ორი მოსაზრებაა გამოთქმული: 1. ბისტი უნდა ნიშნავდეს იმასვე, რასაც ბისტიანი, თვალ-ბისტიანი, ბრმა ([[ინგოროყვა პავლე|პ. ინგოროყვა]]). 2. პისტიკ, ბისტიკა, ფისტიკ – აღნიშნავს პატარას, პაწაწინას (ა. [[შანიძე აკაკი|შანიძე]]), ორივე  

მიმდინარე ცვლილება 14:38, 2 ივნისი 2025 მდგომარეობით

ფისტიკა (ბისტიკა) − პროფესიული ხალხური მომღერალი, რომელსაც მიაწერენ, სალექსო საზომის (ბისტიკაურის) დამკვიდრებას ქართულ პოეზიაში ამ მოსაზრების წყაროს წარმოადგენს „არჩილიანის“ ერთი ადგილი:

„არამც რომ დამკვრელი იყოს სტვირისა, ჭიანურისა,
ზედან უმღერდეს შაირებს ნათქვამს ბისტიკას ცრუისა“.

აქედან პ. ინგოროყვას გამოჰყავს დასკვნა, რომ ბისტიკა დაბალი წრიდან გამოსული სახალხო პოეტი ყოფილა რომლის ლექსებს სტვირსა და ჭიანურზე მღეროდნენ აშუღები. მკვლევრის მტკიცებით, ბისტიკა რუსთველზე ადრინდელი პოეტია ხოლო შავთელური და ჩახრუხაული სალექსო საზომები ბისტიკაურის (ფისტიკაურის) შემდგომ განვითარებულ თუ გართულებულ სახეს წარმოადგენს.

ბისტიკას ეტიმოლოგიაზე მეცნიერებაში ორი მოსაზრებაა გამოთქმული: 1. ბისტი უნდა ნიშნავდეს იმასვე, რასაც ბისტიანი, თვალ-ბისტიანი, ბრმა (პ. ინგოროყვა). 2. პისტიკ, ბისტიკა, ფისტიკ – აღნიშნავს პატარას, პაწაწინას (ა. შანიძე), ორივე მოსაზრების ავტორს მიაჩნია, რომ ბისტიკა ბისტიკაურის შემომღები და გამავრცელებელი ქართველი ხალხური მომღერალია.

ჯ. ბარდაველიძე

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • „რუსთაველის კრებული“, 1938;
  • ა. შანიძე, ფისტიკაურის ისტორიისათვის, „ლიტ. ძიებანი“, 1945;
  • ჯ. ბარდაველიძე, ქართული ხალხური ლექსის საზომები, ქართული ფოლკლორი, I-II, 1964.


[რედაქტირება] წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები