შამაია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''შამაია''' – Chalcalburnus chalcoides '''ტიპი:''' ქორდიანები<br /> '''კლასი:''' სხივფარფ...)
 
ხაზი 7: ხაზი 7:
 
'''გვარი''': [[შამაიების გვარი|შამაია]]
 
'''გვარი''': [[შამაიების გვარი|შამაია]]
  
[[თევზი]] კობრისებრთა ოჯახისა. მუცელი, მუცლის ფარფლების უკან ვგვერდებიდან შებრტყელებულია ტროპის მსგავსად, მაგრამ ეს ტროპი ანალური ხვრელის მახლობლად სხეულის უკანა ნაწილშია მხოლოდ ქერცლით დაუფარავი. ქერცლი ვერცხლისებურია, ცენტრალური გულით და მრავალრიცხოვანი სხივებით როგორც ბაზალურ, ისე აპიკალურ ნაწილზეც. მუცლის აპკი ღია ფერისაა, მაგრამ დაფარულია მრავალი პიგმენტური წერტილით. საცურავი ბუშტის უკანა ბოლო წამახვილებულია, მაშინ როდესაც თაღლითას, გინზბურგის გამოკვლევით, ის ბლაგვი აქვს.  
+
[[თევზი]] კობრისებრთა ოჯახისა. მუცელი, მუცლის ფარფლების უკან გვერდებიდან შებრტყელებულია ტროპის მსგავსად, მაგრამ ეს ტროპი ანალური ხვრელის მახლობლად სხეულის უკანა ნაწილშია მხოლოდ ქერცლით დაუფარავი. ქერცლი ვერცხლისებურია, ცენტრალური გულით და მრავალრიცხოვანი სხივებით როგორც ბაზალურ, ისე აპიკალურ ნაწილზეც. მუცლის აპკი ღია ფერისაა, მაგრამ დაფარულია მრავალი პიგმენტური წერტილით. საცურავი ბუშტის უკანა ბოლო წამახვილებულია, მაშინ როდესაც თაღლითას, გინზბურგის გამოკვლევით, ის ბლაგვი აქვს.  
  
კასპიის ზღვის შამაია შავი ზღვის შამაიასაგან განსხვავდება რამდენადმე უფრო მოკლე ანალური ფარფლით, რომელშიაც საშუალოდ 15 დატოტვილ სხივზე ნაკლებია, უფრო დაბალი სხეულით, რომლის სიმაღლე დაახლოებით 24%-ს შეადგენს (ქერცლის საფარველის ბოლომდე) რამდენადმე უფრო გრძელი კუდის ღეროთი. არალის შამაიასაგან განსხვავდება უფრო დაბალი ზურგით, ანალური ფარფლებით და შედარებით მაღალი სხეულით.
 
ხაზი 19: ხაზი 19:
  
=====ბიოლოგია და სარეწაო მნიშვნელობა=====
 
=====ბიოლოგია და სარეწაო მნიშვნელობა=====
შამაია სწრაფი გამსვლელი თევზია. ზღვაში მდინარეების შესართავს ირჩევს, ხოლო. მდინარეებში ჩქარ და ჩქერიან ადგილებს. დაბალ დაბრკოლებას (0,5 მეტრს) ის გადახტომით ადვილად ლახავს.
+
შამაია სწრაფი გამსვლელი თევზია. ზღვაში მდინარეების შესართავს ირჩევს, ხოლო, მდინარეებში ჩქარ და ჩქერიან ადგილებს. დაბალ დაბრკოლებას (0,5 მეტრს) ის გადახტომით ადვილად ლახავს.
  
ტოფობა მდინარეების ზედა წელში ხდება, ზოგჯერ ქვედაშიც და, როგორც ფიქრობენ, ზღვაშიაც კი.  
 
ტოფობა მდინარეების ზედა წელში ხდება, ზოგჯერ ქვედაშიც და, როგორც ფიქრობენ, ზღვაშიაც კი.  
ხაზი 29: ხაზი 29:
 
შამაია პლანქტონით იკვებება, აგრეთვე წყალში ჩაცვენილ მწერებითა და ზოგჯერ წვრილი თევზებით.
 
შამაია პლანქტონით იკვებება, აგრეთვე წყალში ჩაცვენილ მწერებითა და ზოგჯერ წვრილი თევზებით.
  
კასპიის ზღვიდან შამაია მტკვარში შემოდგომის მიწურულსა და ზამთარში შემოდის, ოქტომბრიდან აპრილამდე... მტკვარში ადის ხრამამდე, არაგვამდე ტოფობის დამთავრების შემდეგ შამაიები ზღვაში ეშვებიან.
+
კასპიის ზღვიდან შამაია მტკვარში შემოდგომის მიწურულსა და ზამთარში შემოდის, ოქტომბრიდან აპრილამდე მტკვარში ადის ხრამამდე, არაგვამდე ტოფობის დამთავრების შემდეგ შამაიები ზღვაში ეშვებიან.
  
შამაიას ხორცი ცხიმიანი და გემრიელია. თითქმის მთელ ნანადირევ თევზს ამარილებენ, რომელსაც შემდეგ ცივად შებოლავენ ან მოალავენ. შებოლვილი შამაია გასტრონომიულ სურსათს წარმოადგენს.
 
შამაიას ხორცი ცხიმიანი და გემრიელია. თითქმის მთელ ნანადირევ თევზს ამარილებენ, რომელსაც შემდეგ ცივად შებოლავენ ან მოალავენ. შებოლვილი შამაია გასტრონომიულ სურსათს წარმოადგენს.

მიმდინარე ცვლილება 23:32, 3 თებერვალი 2026 მდგომარეობით

შამაია – Chalcalburnus chalcoides

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი
გვარი: შამაია

თევზი კობრისებრთა ოჯახისა. მუცელი, მუცლის ფარფლების უკან გვერდებიდან შებრტყელებულია ტროპის მსგავსად, მაგრამ ეს ტროპი ანალური ხვრელის მახლობლად სხეულის უკანა ნაწილშია მხოლოდ ქერცლით დაუფარავი. ქერცლი ვერცხლისებურია, ცენტრალური გულით და მრავალრიცხოვანი სხივებით როგორც ბაზალურ, ისე აპიკალურ ნაწილზეც. მუცლის აპკი ღია ფერისაა, მაგრამ დაფარულია მრავალი პიგმენტური წერტილით. საცურავი ბუშტის უკანა ბოლო წამახვილებულია, მაშინ როდესაც თაღლითას, გინზბურგის გამოკვლევით, ის ბლაგვი აქვს.

კასპიის ზღვის შამაია შავი ზღვის შამაიასაგან განსხვავდება რამდენადმე უფრო მოკლე ანალური ფარფლით, რომელშიაც საშუალოდ 15 დატოტვილ სხივზე ნაკლებია, უფრო დაბალი სხეულით, რომლის სიმაღლე დაახლოებით 24%-ს შეადგენს (ქერცლის საფარველის ბოლომდე) რამდენადმე უფრო გრძელი კუდის ღეროთი. არალის შამაიასაგან განსხვავდება უფრო დაბალი ზურგით, ანალური ფარფლებით და შედარებით მაღალი სხეულით.

ზურგი მუქი მწვანეა, ფარფლები უფერულია. მტკვრის გამსვლელი შამაიების სიგრძე 23-29 სანტიმეტრს, საშუალოდ, 32 სანტიმეტრს უდრის.

[რედაქტირება] გავრცელებულია

გავრცელებულია კასპიის ზღვაში და მასში შემავალ მდინარეებში: თერგში, მტკვარში, სეფიდ-რუდში, ბაბულში, გორგანში და სხვ. ძლიერ მცირე რაოდენობით შედის ვოლგაში (ყაზანამდე) და ურალში.

საქართველოს ფარგლებში გავრცელებულია მდ. მტკვარში, რომელშიაც საკმაოდ მაღლა ადის (ხრამამდე, არაგვამდე და სხვ.), ალაზანში.

[რედაქტირება] ბიოლოგია და სარეწაო მნიშვნელობა

შამაია სწრაფი გამსვლელი თევზია. ზღვაში მდინარეების შესართავს ირჩევს, ხოლო, მდინარეებში ჩქარ და ჩქერიან ადგილებს. დაბალ დაბრკოლებას (0,5 მეტრს) ის გადახტომით ადვილად ლახავს.

ტოფობა მდინარეების ზედა წელში ხდება, ზოგჯერ ქვედაშიც და, როგორც ფიქრობენ, ზღვაშიაც კი.

ქვირითობისათვის შამაია მდინარის ჩქარ ადგილებს ირჩევს და მაისიდან აგვისტომდე ტოფობს, ნაყოფიერება 9-850 ათას ქვირითამდე აღწევს, საშუალოდ 20 ათას ქვირითს შეადგენს. ქვირითი ფსკერულია, ქვებზე ეკვრის (ეწებება), ლიფსიტები 1-3 თვის ასაკში 1,5-4 სანტიმეტრამდე აღწევენ.

სქესობრივად მესამე-მეოთხე წელს მწიფდება.

შამაია პლანქტონით იკვებება, აგრეთვე წყალში ჩაცვენილ მწერებითა და ზოგჯერ წვრილი თევზებით.

კასპიის ზღვიდან შამაია მტკვარში შემოდგომის მიწურულსა და ზამთარში შემოდის, ოქტომბრიდან აპრილამდე მტკვარში ადის ხრამამდე, არაგვამდე ტოფობის დამთავრების შემდეგ შამაიები ზღვაში ეშვებიან.

შამაიას ხორცი ცხიმიანი და გემრიელია. თითქმის მთელ ნანადირევ თევზს ამარილებენ, რომელსაც შემდეგ ცივად შებოლავენ ან მოალავენ. შებოლვილი შამაია გასტრონომიულ სურსათს წარმოადგენს.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები