ფაღავა აკაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 17: ხაზი 17:
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]
 
[[კატეგორია:სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრები]]
 
[[კატეგორია:სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრები]]
 +
[[კატეგორია:ქართული თეატრის ისტორია]]
 
[[კატეგორია:ფაღავები]]
 
[[კატეგორია:ფაღავები]]

11:39, 15 მარტი 2019-ის ვერსია

აკაკი ნესტორის ძე ფაღავა – (დ. 14 თებერვალი, 1887, სოფ. ნახუნაოში (სამეგრელო, სენაკის მაზრა ქუთაისის გუბერნიისა) – გ. 27 ივნისი, 1962). ქართველი, სოციალისტ-ფედერალისტი. მასწავლებელი.

თფილისის ადრესი: ყიფიანის ქ. № 13

განათლება

საშვალო განათლება მიუღია ქუთაისისა და თფილისის ქართულ გიმნაზიებში, უმაღლესი მოსკოვის უნივერსიტეტში.

განვლილი ცხოვრების მთავარი ეტაპები

სტუდენტობიდანვე ეწეოდა პარტიულსა და საზოგადო კულტურულ მუშაობას. სტუდენტთა ორგანიზაციების გამგეობათა წევრად იყო. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ქუთაისის ქართულს გიმნაზიაში მასწავლებლობასთან ერთად მუშაობდა ქუთაისის დრამატიულ საზოგადოებაში, ჯერ გამგეობის წევრად, შემდეგ თავმჯდომარის ამხანაგად და ბოლოს თავმჯდომარედ ხსენებულ გამგეობისა. ამავე დროს იყო ს. ფ. გუბერნიის კომიტეტის წევრად, ქალაქის საბჭოს ხმოსნად, მასწავლებელთა კავშირის გამგეობის წევრად.

თანამშრომლობდა ქართულს პრესაში (სახალხო საქმესა, „ხალხის მეგობარსა“ და მათ წინამორბედ ორგანოებში), სადაც მოუთავსებია საზოგადო და სპეციალური ხასიათის (ხელოვნების შესახებ – სათეატრო დარგში) წერილები. ადმინისტრაციის კლანჭებს დასხლტომია რამდენჯერმე ბედნიერ შემთხვევათა გამო, მათ შორის ერთხელ სოფელში 1905 წლის რევოლუციის მიწურულში მაშინდელ მთავრობისა და წესწყობილების წინააღმდეგ საჯარო გამოსვლისათვის მის დასაჭერად გამოწვეულ „სტრაჟნიკებს“ მოსკოვისკენ გაასწრო და მეორედ თფილისში ბინის გაჩხრეკის დროს უვიცმა პოლიციელმა ლეგალური და არალეგალური ლიტერატურა ერთმანეთში ვერ გაარჩია, რასაც მაშინდელ პირობებში გადასახლება უნდა მოყოლოდა.

წყარო

საქართველოს ეროვნული არქივი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები