ფრონტის დამხმარე კომიტეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 24: ხაზი 24:
  
 
[[კატეგორია:საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა]]
 
[[კატეგორია:საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა]]
[[კატეგორია:ფონდები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაში]]
 
 
[[კატეგორია:ქველმოქმედება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში]]
 
[[კატეგორია:ქველმოქმედება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში]]

15:44, 7 მაისი 2019-ის ვერსია

ფრონტის დამხმარე კომიტეტი - საქართველოს პირველ რესპუბლიკაში არსებობდა ფრონტის დამხმარე კომიტეტი (ფონდი). ფონდში გროვდებოდა შემოწირულობები ჯარებისათვის. შემოწირულობებს აკეთებდნენ ამხანაგობები, პოლიტიკოსები, გენერლები, უბრალო მოქალაქეები, ფონდისათვის იკრიბებოდა ფული სხვადასხვა სახის საღამოებზე, ქორწილებში, ნათლობებზე და ა.შ.

სიმბოლურად ფონდს პირადი ნივთები გადასცა ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოების ცნობილმა წარმომადგენლებმაც.

ამ აქციაში ჩაერთო მეორე ინტერნაციონალის ერთ-ერთი ლიდერი კარლ კაუცკი, მას და მის მეუღლეს ფონდისათვის შეუწირავთ ოქროს ძეწკვი და ვერცხლის საფულე.

დიმიტრი სილაქაძე

ლიტერატურა

გაზ. „ერთობა“, 1921, №22.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები