სრულყოფილი რიცხვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 17: ხაზი 17:
 
სრულყოფილი რიცხვებია: 2(2<sup>2</sup> – 1), 2<sup>2</sup> (2<sup>3</sup>-1), 2<sup>4</sup> (2<sup>5</sup>-1), 2<sup>6</sup> (2<sup>7</sup>-1), 2<sup>12</sup> (2<sup>13</sup>-1)  ⋯ 2<sup>2280</sup> (2<sup>2281</sup>-1). 1957 წლისათვის უდიდესი ცნობილი სრულყოფილი რიცხვი იყო 2<sup>3216</sup> (2<sup>3217</sup>  – 1). ეგმ-ის დახმარებით მოიძებნა დიდი სრულყოფილი რიცხვები; მაგალითად, 1962 წელს რიცხვი 2<sup>4422</sup> (2<sup>4423</sup>-1), ხოლო 1965 წელს რიცხვი 2<sup>11212</sup> (2<sup>11213</sup>  – 1).
 
სრულყოფილი რიცხვებია: 2(2<sup>2</sup> – 1), 2<sup>2</sup> (2<sup>3</sup>-1), 2<sup>4</sup> (2<sup>5</sup>-1), 2<sup>6</sup> (2<sup>7</sup>-1), 2<sup>12</sup> (2<sup>13</sup>-1)  ⋯ 2<sup>2280</sup> (2<sup>2281</sup>-1). 1957 წლისათვის უდიდესი ცნობილი სრულყოფილი რიცხვი იყო 2<sup>3216</sup> (2<sup>3217</sup>  – 1). ეგმ-ის დახმარებით მოიძებნა დიდი სრულყოფილი რიცხვები; მაგალითად, 1962 წელს რიცხვი 2<sup>4422</sup> (2<sup>4423</sup>-1), ხოლო 1965 წელს რიცხვი 2<sup>11212</sup> (2<sup>11213</sup>  – 1).
  
სრულყოფილ რიცხვებს გააჩნიათ მთელი რიგი საიდუმლო და ამასთანავე შესანიშნავი თვისებები. მაგალითად, ყველა სრულყოფილი რიცხვი „სამკუთხაა“; ეს ნიშნავს, რომ თუ ავიღებთ სრულყოფილი რიცხვის ტოლი რაოდენობის ბურთულებს, ისინი შეიძლება ისე დავალაგოთ, რომ შეიქმნას [[ტოლგვერდა (წესიერი) სამკუთხედი|ტოლგვერდა სამკუთხედი]]; ე.ი. ყოველი სრულყოფილი რიცხვი (1+2+3+ ... +n) ჯამის სახისაა.  
+
სრულყოფილ რიცხვებს გააჩნიათ მთელი რიგი საიდუმლო და ამასთანავე შესანიშნავი თვისებები. მაგალითად, ყველა სრულყოფილი რიცხვი „სამკუთხაა“; ეს ნიშნავს, რომ თუ ავიღებთ სრულყოფილი რიცხვის ტოლი რაოდენობის ბურთულებს, ისინი შეიძლება ისე დავალაგოთ, რომ შეიქმნას [[ტოლგვერდა სამკუთხედი]]; ე.ი. ყოველი სრულყოფილი რიცხვი (1+2+3+ ... +n) ჯამის სახისაა.  
  
 
ასევე ადვილი შესამჩნევია, რომ ყოველი სრულყოფილი რიცხვი, გარდა 6-ისა, არის კერძო ჯამი კენტი რიცხვების [[კუბი|კუბების]] ჯამის [[მწკრივი (მათემატიკა)|მწკრივისა]]: 1<sup>3</sup>+3<sup>3</sup>  +5<sup>3</sup>  +7<sup>3</sup>+...  .
 
ასევე ადვილი შესამჩნევია, რომ ყოველი სრულყოფილი რიცხვი, გარდა 6-ისა, არის კერძო ჯამი კენტი რიცხვების [[კუბი|კუბების]] ჯამის [[მწკრივი (მათემატიკა)|მწკრივისა]]: 1<sup>3</sup>+3<sup>3</sup>  +5<sup>3</sup>  +7<sup>3</sup>+...  .
ხაზი 30: ხაზი 30:
  
 
[[კატეგორია:მათემატიკა]]
 
[[კატეგორია:მათემატიკა]]
 +
[[კატეგორია:ალგებრა]]

მიმდინარე ცვლილება 17:00, 6 აგვისტო 2024 მდგომარეობით

რიცხვი სრულყოფილი – მთელი დადებითი რიცხვი, რომელიც ტოლია ყველა თავისი გამყოფის ჯამისა ერთის ჩათვლით, გარდა თვით ამ რიცხვისა.

მაგალითად ერთეულებში ერთადერთი სრულყოფილი რიცხვია 6: 6 =1+2+3;
ათეულებში ერთადერთი სრულყოფილი რიცხვია 28: 28 = 1+2+4+7+14;
ასეულებში 496: 496 = 1+2+4+8+16+31+62+124+248;
ათასეულებში ერთადერთი სრულყოფილი რიცხვია 8128.

პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი სრულყოფილი რიცხვების თეორიის ასაგებად ჯერ კიდევ ევკლიდემ გადადგა, რომელმაც თავის „საწყისებში“ (წიგნი IX) მოგვცა „სრულყოფილი რიცხვების“ მოსაძებნი ფორმულა. თუ ჯამი P=1+2+22+23+...+2n-1 = 2n–1 მარტივი რიცხვია, მაშინ 2n-1(2n–1) ყოველთვის იქნება სრულყოფილი რიცხვი. მაგალითად: თუ n=3, მაშინ 23 −1 = 7 მარტივი რიცხვია და, მაშასადამე, 23-1 (23 –1)= 4∙7=28 იქნება სრულყოფილი რიცხვი.

2n -1 სახის მარტივ რიცხვებს ეწოდება XVIII საუკუნის ფრანგი მათემატიკოსის მარენ მერსენის რიცხვები.

ევკლიდეს ფორმულის გამოყენებით ძველი საბერძნეთის მათემატიკოსმა ნიკომახმა (I-II სს.) შეძლო მოეძებნა სრულყოფილი რიცხვები 6, 28, 496, 8128 (როცა n= 1, 2, 4, 6). მეხუთე სრულყოფილი რიცხვი 33550336 (როცა n=12) აღმოაჩინეს მხოლოდ XV ს-ში. შემდგომი სრულყოფილი რიცხვები აღმოაჩინა მერსენმა. ევკლიდეს ფორმულით მოძებნილი ყველა სრულყოფილი რიცხვი ლუწია. არსებობს თუ არა კენტი სრულყოფილი რიცხვი – უცნობია.

სრულყოფილი რიცხვებია: 2(22 – 1), 22 (23-1), 24 (25-1), 26 (27-1), 212 (213-1) ⋯ 22280 (22281-1). 1957 წლისათვის უდიდესი ცნობილი სრულყოფილი რიცხვი იყო 23216 (23217 – 1). ეგმ-ის დახმარებით მოიძებნა დიდი სრულყოფილი რიცხვები; მაგალითად, 1962 წელს რიცხვი 24422 (24423-1), ხოლო 1965 წელს რიცხვი 211212 (211213 – 1).

სრულყოფილ რიცხვებს გააჩნიათ მთელი რიგი საიდუმლო და ამასთანავე შესანიშნავი თვისებები. მაგალითად, ყველა სრულყოფილი რიცხვი „სამკუთხაა“; ეს ნიშნავს, რომ თუ ავიღებთ სრულყოფილი რიცხვის ტოლი რაოდენობის ბურთულებს, ისინი შეიძლება ისე დავალაგოთ, რომ შეიქმნას ტოლგვერდა სამკუთხედი; ე.ი. ყოველი სრულყოფილი რიცხვი (1+2+3+ ... +n) ჯამის სახისაა.

ასევე ადვილი შესამჩნევია, რომ ყოველი სრულყოფილი რიცხვი, გარდა 6-ისა, არის კერძო ჯამი კენტი რიცხვების კუბების ჯამის მწკრივისა: 13+33 +53 +73+... .

კიდევ ერთი თვისება: სრულყოფილი რიცხვების გამყოფთა შებრუნებული მნიშვნელობების ჯამი, თვით სრულყოფილი რიცხვის, როგორც გამყოფის ჩათვლით, ყოველთვის 2-ის ტოლია. მაგალითად, რიცხვისათვის 28 გვაქვს:

Ricxvi sr035.png


[რედაქტირება] წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები