კუდმერცხალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 7: ხაზი 7:
 
'''გვარი:''' [[ტარანების გვარი|ტარანი]]
 
'''გვარი:''' [[ტარანების გვარი|ტარანი]]
  
[[თევზი]] [[კობრისებრთა|კობრისებრთა]] ოჯახისა. ლაყუჩის ჩხირების რიცხვი პირველ რკალზე (7/8-12-, უფრო ხშირად 9-10. ხახის კბილები ერთმწკრივია და ჩვეულებრივ, 5-6-ია (მარცხენაზე – 6; მარჯვენაზე – 5), იშვიათად 5-5 ან 6–6-. ზრდასრულის სხეულის სიმაღლე თავის სიგრძეს ჭარბობს. ანალური ფარფლის სიგრძე მის სიმაღლეზე ნაკლებია, იშვიათად ტოლია. კუდის ფარფლის ქვედა ლაპოტი თავზე გრძელია. ზურგის ფარფლის სიმაღლე მის სიგრძეზე შესამჩნევად მეტია. ტოფობის დროს სხეული, თავის ზედა მხარე და ფარფლები მრავალი წვეტიანი ბორცვაკითაა დაფარული. ზოგჯერ ისინი შემოდგომიდან ტოფობის დაწყებამდე დიდი ხნით გამოვლინდება. ტოფობის დროს მამლის სხეული მსხვილი მეჭეჭებით იფარება. სიგრძით 600 მილიმეტრამდე და ზოგჯერ მეტსაც, წონით კი 6 კილოგრამამდე აღწევს.
+
[[თევზი]] კობრისებრთა ოჯახისა. ლაყუჩის ჩხირების რიცხვი პირველ რკალზე (7/8-12-ია, უფრო ხშირად 9-10. ხახის კბილები ერთმწკრივია და ჩვეულებრივ, 5-6-ია (მარცხენაზე – 6; მარჯვენაზე – 5), იშვიათად 5-5 ან 6–6-ია. ზრდასრულის სხეულის სიმაღლე თავის სიგრძეს ჭარბობს. ანალური ფარფლის სიგრძე მის სიმაღლეზე ნაკლებია, იშვიათად ტოლია. კუდის ფარფლის ქვედა ლაპოტი თავზე გრძელია. ზურგის ფარფლის სიმაღლე მის სიგრძეზე შესამჩნევად მეტია. ტოფობის დროს სხეული, თავის ზედა მხარე და ფარფლები მრავალი წვეტიანი ბორცვაკითაა დაფარული. ზოგჯერ ისინი შემოდგომიდან ტოფობის დაწყებამდე დიდი ხნით გამოვლინდება. ტოფობის დროს მამლის სხეული მსხვილი მეჭეჭებით იფარება. სიგრძით 600 მილიმეტრამდე და ზოგჯერ მეტსაც, წონით კი 6 კილოგრამამდე აღწევს.
  
 
==== გავრცელება ====
 
==== გავრცელება ====
ხაზი 18: ხაზი 18:
  
 
ტოფობა აპრილ-მაისში ხდება. ამისათვის ირჩევს სწრაფ, სუფთა მდინარის ცივ წყალს, რომლის ფსკერი ქვებითაა მოფენილი. ქვირითობის დამთავრების შემდეგ ისინი სწრაფად ეშვებიან უკან. ნაყოფიერება 89-266 ათას ქვირითს. საშუალო 183 ათასს შეადგენს.
 
ტოფობა აპრილ-მაისში ხდება. ამისათვის ირჩევს სწრაფ, სუფთა მდინარის ცივ წყალს, რომლის ფსკერი ქვებითაა მოფენილი. ქვირითობის დამთავრების შემდეგ ისინი სწრაფად ეშვებიან უკან. ნაყოფიერება 89-266 ათას ქვირითს. საშუალო 183 ათასს შეადგენს.
 
  
  

მიმდინარე ცვლილება 22:01, 2 თებერვალი 2026 მდგომარეობით

კუდმერცხალა – Rutilus frissii

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი
გვარი: ტარანი

თევზი კობრისებრთა ოჯახისა. ლაყუჩის ჩხირების რიცხვი პირველ რკალზე (7/8-12-ია, უფრო ხშირად 9-10. ხახის კბილები ერთმწკრივია და ჩვეულებრივ, 5-6-ია (მარცხენაზე – 6; მარჯვენაზე – 5), იშვიათად 5-5 ან 6–6-ია. ზრდასრულის სხეულის სიმაღლე თავის სიგრძეს ჭარბობს. ანალური ფარფლის სიგრძე მის სიმაღლეზე ნაკლებია, იშვიათად ტოლია. კუდის ფარფლის ქვედა ლაპოტი თავზე გრძელია. ზურგის ფარფლის სიმაღლე მის სიგრძეზე შესამჩნევად მეტია. ტოფობის დროს სხეული, თავის ზედა მხარე და ფარფლები მრავალი წვეტიანი ბორცვაკითაა დაფარული. ზოგჯერ ისინი შემოდგომიდან ტოფობის დაწყებამდე დიდი ხნით გამოვლინდება. ტოფობის დროს მამლის სხეული მსხვილი მეჭეჭებით იფარება. სიგრძით 600 მილიმეტრამდე და ზოგჯერ მეტსაც, წონით კი 6 კილოგრამამდე აღწევს.

[რედაქტირება] გავრცელება

გავრცელებულია შავი და აზოვის ზღვებში. მდინარეებში: დნესტრში, ბუგში, დნეპრში, დონში, ყუბანში და სხვ. საქართველოს ფარგლებში მოიპოვება პალიასტომის ტბაში (რიონის დელტა), ქობულეთთან. ზღვაში გამტკნარებულ უბნებში ცხოვრობს. მდინარეებში წელიწადში ორჯერ შედის, გაზაფხულზე (მარტი) და შემოდგომაზე (შუა ოქტომბრიდან – ნოემბერამდე). ტოფობს მაისის შუა რიცხვებიდან სწრაფად მიმდინარე, სუფთა ქვიანი ფსკერით მოფენილ წყალში.

კასპიის ზღვაში გავრცელებულია მისი ქვესახე − კუტუმი.

[რედაქტირება] ბიოლოგია

კუდმერცხალა ძლიერი, მაღლამხტომი, გამსვლელი თევზია.

ტოფობა აპრილ-მაისში ხდება. ამისათვის ირჩევს სწრაფ, სუფთა მდინარის ცივ წყალს, რომლის ფსკერი ქვებითაა მოფენილი. ქვირითობის დამთავრების შემდეგ ისინი სწრაფად ეშვებიან უკან. ნაყოფიერება 89-266 ათას ქვირითს. საშუალო 183 ათასს შეადგენს.


[რედაქტირება] წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები