აბრეშუმი
| ხაზი 3: | ხაზი 3: | ||
'''აბრეშუმი''' - ძველ ქართულად "ჭიჭნაური", აბრეშუმის ჭიის პარკიდან ამოხვეული ძაფი. | '''აბრეშუმი''' - ძველ ქართულად "ჭიჭნაური", აბრეშუმის ჭიის პარკიდან ამოხვეული ძაფი. | ||
| − | მისგან საქსოვ დაზგაზე - საქსელზე იქსოვებოდა დარაია ''(თავთა // მერდინი, კახ. ქართლ. იმერ. ქიზ.)'', ჩხირებითა და ყაისნაღებით კი თავსაფრები, [[წინდა|წინდები]], ტოლაღები, [[ხელთათმანი|ხელთათმანები]], [[ჩახსაკრავი|ჩახსაკრავები]], [[სარტყელი|სახიანი სარტყლები]], ყაითნები, ჩაფარიშები. | + | მისგან საქსოვ დაზგაზე - საქსელზე იქსოვებოდა დარაია ''(თავთა // მერდინი, კახ. [[ქართლი|ქართლ]]. იმერ. ქიზ.)'', ჩხირებითა და ყაისნაღებით კი თავსაფრები, [[წინდა|წინდები]], ტოლაღები, [[ხელთათმანი|ხელთათმანები]], [[ჩახსაკრავი|ჩახსაკრავები]], [[სარტყელი|სახიანი სარტყლები]], ყაითნები, ჩაფარიშები. |
წმინდა აბრეშუმთან ერთად მზადდებოდა აბრეშუმნარევი ქსოვილები: შალ-აბრეშუმი, [[ბამბა]]-აბრეშუმი. | წმინდა აბრეშუმთან ერთად მზადდებოდა აბრეშუმნარევი ქსოვილები: შალ-აბრეშუმი, [[ბამბა]]-აბრეშუმი. | ||
მიმდინარე ცვლილება 11:29, 20 დეკემბერი 2019 მდგომარეობით
აბრეშუმი - ძველ ქართულად "ჭიჭნაური", აბრეშუმის ჭიის პარკიდან ამოხვეული ძაფი.
მისგან საქსოვ დაზგაზე - საქსელზე იქსოვებოდა დარაია (თავთა // მერდინი, კახ. ქართლ. იმერ. ქიზ.), ჩხირებითა და ყაისნაღებით კი თავსაფრები, წინდები, ტოლაღები, ხელთათმანები, ჩახსაკრავები, სახიანი სარტყლები, ყაითნები, ჩაფარიშები.
წმინდა აბრეშუმთან ერთად მზადდებოდა აბრეშუმნარევი ქსოვილები: შალ-აბრეშუმი, ბამბა-აბრეშუმი.
აბრეშუმის ნაწარმს ხმარობდნენ საოჯახო მოთხოვნილებებისათვის და გასაყიდადაც. ადგილობრივ ბაზრების გარდა აბრეშუმის ნაწარმი სხვა ქვეყნებშიც გადიოდა.
ქართული წერილობით წყაროები და ეთნოგრაფიული მასალა აბრეშუმის წარმოების მდიდარ ტრადიციებს წარმოაჩენს. შორეულ აღმოსავლეთიდან მომდინარე მსოფლიო მნიშვნელობის სავაჭრო-სატრანზიტო გზის გარკვეულ მონაკვეთზე მდებარე საქართველოში, აბრეშუმის კულტურის შემოსვლა V-VI საუკუნიდან ივარაუდება. ს. მცხეთიჯვარში (ხაშურის რ-ნი) აღმოჩენილია აბრეშუმის სამშობლოს - ჩინეთის იმპერიის ფულის ერთეული, რაც ამ მოსაზრების ერთი მნიშვნელოვანი დამამტკიცებელი ფაქტია.
[რედაქტირება] ლიტერატურა
ნ. აბესაძე, აბრეშუმის ქსოვილის დამზადების ისტორიისათვის საქართველოში, მსე. ტ.V, 1963. ლ. მ.