დარიჯი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Dariji.JPG|thumb|დარიჯი]]
 
[[ფაილი:Dariji.JPG|thumb|დარიჯი]]
'''დარიჯი''' – [[ტერასა|ტერასის]] აღსანიშნავი ტერმინი მესხეთში. გამოიყენებოდა ხეხილის დარგვა-გაშენებისათვის და [[ხორბალი|ხორბლის]] დასათესად. ძირითადად განლაგებული იყო [[მდინარე|მდინარეთა]] დინების გაყოლებით, ზომიერი დახრილობის ფერდობზე, ნაყოფიერ ნიადაგებზე და მათი ფართობი ბევრად აღემატებოდა საქვეს (მრავალიარუსიანი [[ნაგებობა]]) ფართობს. დარიჯი ერთ-, ორ ან მრავალიარუსიანი ნაგებობაა.
+
'''დარიჯი''' – ხელოვნური [[ტერასა|ტერასის]] ტიპი, ქვისკედლიანი, რომელსაც აგებდნენ მცირე დახრილობის, თუმცა ფართო ფერდობებზე. იგი დიდი ფართობის (სიგანე 5-10 მ, სიგრძე 30-35 მ) და შედარებით დაბალი (1-1.5 მ სიმაღლის) ტერასა იყო. აგებული იყო [[მდინარე|მდინარის]] ხეობის გასწვრივ მაღალნაყოფიერ ნიადაგებზე. ისტორიული წყაროებით ირკვევა, რომ ამ ტიპის ტერასებზე უმთავრესად აშენებდნენ ხეხილს, ან მაღლარ ვენახს (ჭანჭურის, ან [[ჭერამი|ჭერმის]] ხეზე ასულ ვაზს). დარიჯების აგებამდე წინასწარ საგულდაგულოდ შეარჩევდნენ ადგილს და განსაზღვრავდნენ სარწყავი წყლის მიყვანის შესაძლებლობას. ბაქნის შენება იწყებოდა ფერდობის ძირიდან მიწის გამოთხრითა და ქვებისაგან განთავისუფლებით. მიწის გამოთხრისას ტერასის კედლის საძირკვლად დებდნენ დიდი ზომის ქვებს, ლოდებს, რომელსაც შემდეგ მიწით ავსებდნენ. ასე აგრძელებდნენ შემდეგი ზედა საფეხურის აგებასაც. ქვისკედლიანი ტერასები შემორჩენილია სოფლების [[აწყური (ახალციხის მუნიციპალიტეტი)|აწყური]]ს, [[გოგაშენი]], ვარგავის, თმოგვის, ნიჯგორის, საროს, ტოლოშის, ხერთვისის, ხიზაბავრისა და სხვათა მიდამოებში.
  
  
ხაზი 6: ხაზი 6:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
+
[[სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი]]
 
[[კატეგორია:ტერასა]]
 
[[კატეგორია:ტერასა]]

22:42, 30 აპრილი 2024-ის ვერსია

დარიჯი

დარიჯი – ხელოვნური ტერასის ტიპი, ქვისკედლიანი, რომელსაც აგებდნენ მცირე დახრილობის, თუმცა ფართო ფერდობებზე. იგი დიდი ფართობის (სიგანე 5-10 მ, სიგრძე 30-35 მ) და შედარებით დაბალი (1-1.5 მ სიმაღლის) ტერასა იყო. აგებული იყო მდინარის ხეობის გასწვრივ მაღალნაყოფიერ ნიადაგებზე. ისტორიული წყაროებით ირკვევა, რომ ამ ტიპის ტერასებზე უმთავრესად აშენებდნენ ხეხილს, ან მაღლარ ვენახს (ჭანჭურის, ან ჭერმის ხეზე ასულ ვაზს). დარიჯების აგებამდე წინასწარ საგულდაგულოდ შეარჩევდნენ ადგილს და განსაზღვრავდნენ სარწყავი წყლის მიყვანის შესაძლებლობას. ბაქნის შენება იწყებოდა ფერდობის ძირიდან მიწის გამოთხრითა და ქვებისაგან განთავისუფლებით. მიწის გამოთხრისას ტერასის კედლის საძირკვლად დებდნენ დიდი ზომის ქვებს, ლოდებს, რომელსაც შემდეგ მიწით ავსებდნენ. ასე აგრძელებდნენ შემდეგი ზედა საფეხურის აგებასაც. ქვისკედლიანი ტერასები შემორჩენილია სოფლების აწყურის, გოგაშენის, ვარგავის, თმოგვის, ნიჯგორის, საროს, ტოლოშის, ხერთვისის, ხიზაბავრისა და სხვათა მიდამოებში.



წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები