ონტკოფა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Ontkofa.jpg|thumb|250პქ|ონტკოფა]]
 
[[ფაილი:Ontkofa.jpg|thumb|250პქ|ონტკოფა]]
 
'''ონტკოფა''' – (Physalis alkekengi L.);<br />
 
'''ონტკოფა''' – (Physalis alkekengi L.);<br />
'''ოჯახი:''' ძაღლყურძენასებრნი (Solanaceae).
+
'''ოჯახი:''' ძაღლყურძენასებრნი (Solanaceae).<br />
 
'''მეგრულად''' – ტყვატყვაცია, ყუაში მაპაშქინია.
 
'''მეგრულად''' – ტყვატყვაცია, ყუაში მაპაშქინია.
  

მიმდინარე ცვლილება 00:49, 24 ნოემბერი 2023 მდგომარეობით

ონტკოფა

ონტკოფა – (Physalis alkekengi L.);
ოჯახი: ძაღლყურძენასებრნი (Solanaceae).
მეგრულად – ტყვატყვაცია, ყუაში მაპაშქინია.

20-100 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. სწორად მდგომი, ზედა ნაწილში დატოტვილი. ფოთლები ყუნწიანია, მორიგეობით ან მოპირისპირედ განლაგებული, გულის ფორმის, საკმაოდ დიდი ზომის. ყვავილები მოთეთროა, მარტოული, იღლიური. ნაყოფი კაშკაშა ნარინჯისფერია. ყვ. ნაყ. V-IX. მცენარე იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებში, ტენიან ადგილებზე, მდინარის პირებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თელავის მიდამოებში. ცნობილია თითქმის მთელ საქართველოში.

მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს მრავალრიცხოვან ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს; ნაყოფები – ნახშირწყლებს, შაქარს, პექტინებს, ორგანულ მჟავებს, კაროტინოიდებს, ასკორბინის მჟავას, მთრიმლავ ნივთიერებებს, მიკრო და მაკროელემენტებს; ფოთლებში აღინიშნება – კაროტინოიდები, ეთერზეთები, სტეროიდები, ფენოლკარბონული მჟავები, ფლავონოიდები; ფესვებში – ალკალოიდები, თესლებში – ცხიმოვანი ზეთები.

ონტკოფას ნაყოფები ხასიათდება ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, სისხლის შემაჩერებელი, ტკივილგამაყუჩებელი, შარდმდენი, ნაღველმდენი მოქმედებით. ნედლ ნაყოფებს და მათ წვენს ხმარობენ სასუნთქი გზების დაავადებების, ჰიპერტონიის, დერმატოზების, დიზენტერიის სამკურნალოდ. ნაყოფების წყლის ნაყენი გამოიყენება ცისტიტის, შარდკენჭოვანი დაავადებების, ჰეპატიტის, ბრონქიტის, შეშუპების, ასციტის, ნიკრისის ქარის, რევმატიზმის, დაჟეჟილობის დროს. ფესვების ნახარშს იყენებენ ხველების საწინააღმდეგოდ და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად. მშრალი ფოთლების ჩაი სასარგებლოა ჰოპერტონიის დროს.

როგორც შაბლოვსკი (1886) აღნიშნავს, ონტკოფას ნაყოფები ხასიათდება შარდმდენი მოქმედებით და ძველი დროიდანვე აფხაზეთისა და სამურზაყანოს მოსახლეობის მიერ გამოიყენებოდა თირკმელების, შარდის ბუშტის ტკივილების, კენჭოვანი დაავადებებების, რევმატიზმის, სიყვითლისა და წყალმანკის სამკურნალოდ.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები