პიაფი ედიტ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ედიტ პიაფი''' – (ნამდვილი გვარი – გასიონი) [19 დეკემბერი 1915, პარი...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პიაფი ედიტ“ გადაიტანა გვერდზე „ედიტ პიაფი“) |
15:25, 6 მაისი 2025-ის ვერსია
ედიტ პიაფი – (ნამდვილი გვარი – გასიონი) [19 დეკემბერი 1915, პარიზი − 11 ოქტომბერი 1963, პლაკასიე, საფრანგეთი), ფრანგი საესტრადო მომღერალი – შანსონიე, მიუზიკ-ჰოლის, დრამატული თეატრისა და კინოს მსახიობი. თანამშრომლობდა პოეტ რ. ასოსთან და კომპ. მ. მონოსთან, ემეროსთან და ა. კონტესთან. მკაფიო ინდივიდუალობითა და მრავალმხრივი ნიჭიერებით დაჯილდოებული ხელოვანი, ფრანგული ლირიკული სიმღერის დიდოსტატი მონაწილეობდა კინოფილმში „უსახელო ვარსკვლავი“, „პარიზი განაგრძნობს სიმღერას“. დიდი გავლენა მოახდინა ფრანგული საესტრადო ხელოვნების განვითარებაზე. სარგებლობდა უდიდესი პოპულარობით.