ტუნისი
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
+ | [[ფაილი:Tunisis droSa.png|thumb|'''ტუნისის დროშა''']] | ||
'''ტუნისი''' - (Tunisia - ტუნისის რესპუბლიკა), [[სახელმწიფო]] ჩრდილოეთ [[აფრიკა|აფრიკაში]]. ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვა. | '''ტუნისი''' - (Tunisia - ტუნისის რესპუბლიკა), [[სახელმწიფო]] ჩრდილოეთ [[აფრიკა|აფრიკაში]]. ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვა. | ||
მიმდინარე ცვლილება 01:00, 20 ივნისი 2018 მდგომარეობით
ტუნისი - (Tunisia - ტუნისის რესპუბლიკა), სახელმწიფო ჩრდილოეთ აფრიკაში. ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვა.
ფართობი - 163,6 ათ. კმ2.
მოსახლეობა – 10,3 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – არაბული.
დედაქალაქი - ქ. ტუნისი.
ადმინისტრაციულად იყოფა 24 გუბერნიად.
სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ძალაუფლება აქვს დეპუტატთა პალატას (ერთპალატიანი პარლამენტი), აღმასრულებელი – პრეზიდენტს და მთავრობას.
თანამედროვე ტუნისმა დამოუკიდებლობა მოიპოვა 1956 წელს.
ტუნისი აგრარული ქვეყანაა შედარებით განვითარებული ეკონომიკით. წარმოებს ნავთობის, გაზის და ფოსფორიტების მოპოვება. განვითარებულია კვების, მსუბუქი, ქიმიური, ელექტროტექნიკური მრეწველობა. სოფლის მეურნეობა 80%-ით უზრუნველყოფს ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნილებას. მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საერთაშორისო ტურიზმს.
საზღვაო პორტებია: ბიზერტა, სფაქსი, ტუნისი, გაბესი, სუსი, ჯარჯისი.
საერთაშორისო აეროპორტი - კარტაჟი (ტუნისი).
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 35,8 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 27 ათ., სამხედრო-საჰაერო 4 ათ. და სამხედრო-საზღვაო 4,8 ათ.. დაკომპლექტება ხორციალდება გაწვევით.