მერიონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
[[კატეგორია:ბერძნული მითები]] | [[კატეგორია:ბერძნული მითები]] | ||
+ | [[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | ||
+ | [[კატეგორია:ტროას ომის მონაწილენი]] |
14:04, 30 ივნისი 2017-ის ვერსია
მერიონი – (ბერძნ.) ტროას ომის მონაწილე კრეტელი გმირი, რომელიც უბადლო მოისარი იყო. მერიონი ეხმარებოდა მენელაოსს, როდესაც იგი პატროკლოსის ცხედრის გამოსატანად იბრძოდა. მან თავი გამოიჩინა აგრეთვე ხომალდებისათვის წარმოებული ომისას.
გვიანი ხანის ლეგენდები გვამცნობენ, რომ ტროადან დაბრუნების ჟამს მერიონის ხომალდი აღმოჩნდა კუნძულ სიცილიაზე, სადაც მან კრეტელთა დასახლება დააარსა. ვარაუდობენ, რომ მითში რეალური ამბავი აისახა, კერძოდ ის, თუ როგორ გავრცელდა კრეტის კულტურა დასავლეთში.