ტაშტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ტაშტი''' − საყოფაცხოვრებო ჭურჭლის ტიპი, რომელიც სპილენძის ს...)
 
ხაზი 16: ხაზი 16:
 
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]]
 
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]]
 
[[კატეგორია:ჭურჭელი]]
 
[[კატეგორია:ჭურჭელი]]
 +
[[კატეგორია:სამზარეულო ჭურჭელი]]
 +
[[კატეგორია:სპილენძის ჭურჭელი]]

19:32, 29 იანვარი 2022-ის ვერსია

ტაშტი − საყოფაცხოვრებო ჭურჭლის ტიპი, რომელიც სპილენძის სქელი ფირფიტისაგან იჭედებოდა და რამდენიმე ნაჭრისაგან იყო შეკერილი. იგი ღრმა იყო და სწორი, ოდნავ გადაშლილი კედლები და მრგვალი პირი ჰქონდა.

სპილენძის ტაშტი ზომის მიხედვით იყო: დიდი, საშუალო და პატარა. დანიშნულების მიხედვით კი, როგორც ხელსაბანს, ფეხისაბანს, ტანისაბანს, ანუ სააბანოეს, თავსაბანს, ისე მოიხმარდენენ, ასევე, იგი სარეცხისათვის, ცომისათვის და სამურაბედაც გამოიყენებოდა. თედო სახოკია: „ჭამის წინ მსახურს შემოაქვს მეტად თავისებური ტასტი, რომელშიაც საწურსავით დაცხრილული სპილენძის ხუფი თავდაყირაა ჩამხობილი, რომ ტასტში ჩასულ წყლის წინწკლები ზევით არ ამოვიდეს და სტუმარს არ მოხვდეს”.




ლიტერატურა

სახოკია, 1985:266; ქართული მატერიალური კულტურის... 2011.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები