თალაკვაძე არჩილ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „თალაკვაძე არჩილ“ გადაიტანა გვერდზე „არჩილ თალაკვაძე“ გადამისა...) |
14:54, 23 თებერვალი 2021-ის ვერსია
ფაილი:TalakvaZe arCil.jpg
არჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე დაიბადა 1983 წლის 16 იანვარს ქ. ოზურგეთში. — პარლამენტის თავმჯდომარე (2019 წლის 25 ივნისიდან).
განათლება – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი (2006); საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) (2010). 2015 წელს ჩაირიცხა ლონდონის ეკონომიკის სკოლაში (LSE), აღმასრულებელი მენეჯმენტის პროგრამაში.
სამუშაო გამოცდილება
- პროექტის კოორდინატორი, USAID (2006-2007)
- სახალხო დამცველის ოფისის პროექტის მენეჯერი (2007-2008)
- სახალხო დამცველის აპარატის მრჩეველი (2008-2009)
- სახალხო დამცველის ოფისის მრჩეველი მენეჯმენტის საკითხებში (2010)
- G3, USAID, დირექტორის მოადგილე (2011-2012)
- სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე (2012-2014)
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე (2014-2016)
- მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (2016-2020): მაჟორიტარი, ოზურგეთის №59 საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფრაქცია „ქართული ოცნება“ წევრი. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი (2016–2019); პარლამენტის თავმჯდომარე (2019-2020)
- მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (2020 წლიდან): პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“; პარლამენტის თავმჯდომარე (11-12-2020).
რესურსები ინტერნეტში
კატეგორიები:
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 2016-2020 წლების საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრები
- 2020-2024 წლების საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს წევრები
- საქართველოს თანამდებობის პირები
- თალაკვაძეები