ფრიზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ფრიზი''' # არქიტექტურულ ორდერებში [[ა...) |
23:31, 30 იანვარი 2022-ის ვერსია
ფრიზი
- არქიტექტურულ ორდერებში ანტაბლემენტის შუა ჰორიზონტალური ნაწილი, რომელიც მოქცეულია არქიტრავსა და კარნიზს შორის. დორიულ ორდერში ფრიზი დანაწევრებულია ტრიგლიფებად და მეტოპებად, იონიურ და კორინთულ ორდერებში კი ივსება რელიეფის უწყვეტი არშიით ან ცარიელი რჩება.
- იატაკის, კედლის, ხალიჩის და ა. შ. შემომფარგლავი დეკორატიული ზოლი.