ზაალიშვილი ბესიკ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ზაალიშვილი ბესიკ''' − (1965), პოეტი. გამოცემული აქვს კრებული − „რ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Example.png|thumb|ბესიკ ზაალიშვილი]] | ||
'''ზაალიშვილი ბესიკ''' − (1965), პოეტი. გამოცემული აქვს კრებული − „რა კარგები ხართ მაღლიდან” (2014). მისი ლექსები შესულია კრებულში „ჩვენ რუსთაველები”. | '''ზაალიშვილი ბესიკ''' − (1965), პოეტი. გამოცემული აქვს კრებული − „რა კარგები ხართ მაღლიდან” (2014). მისი ლექსები შესულია კრებულში „ჩვენ რუსთაველები”. | ||
15:05, 4 მარტი 2022-ის ვერსია
ფაილი:Example.png
ბესიკ ზაალიშვილი
ზაალიშვილი ბესიკ − (1965), პოეტი. გამოცემული აქვს კრებული − „რა კარგები ხართ მაღლიდან” (2014). მისი ლექსები შესულია კრებულში „ჩვენ რუსთაველები”.
- ბრავო
- სულს ხუნდივით ბოჭავს ხორცი,
- სული ვერ ძლებს უგარსოდ.
- ღამე, მიწის შესამოსი
- ნახატია უფასო.
- უანგაროდ იხარჯება
- დედამიწის სცენაზე,
- ქარს, ნიავად გარდასახულს,
- ემატება სინაზე.
- ყოველდღიურ პრემიერებს
- განა მუქთად ვესწრები?
- საფასურს კი იმით ვიხდი,
- რომ მისდევენ წლებს, წლები.
- თავის თავს თამაშობს ლექსიც,
- ალალ გულებს აჩუყებს.
- ჩამავალი მზის ალერსი,
- ტაშით დავასაჩუქრე.