ვიმპერგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | [[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]] | + | * [[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]] |
+ | * [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:არქიტექტურული ტერმინები]] | [[კატეგორია:არქიტექტურული ტერმინები]] |
მიმდინარე ცვლილება 12:59, 13 ივნისი 2022 მდგომარეობით
ვიმპერგი – (გერმ. Wimperg), ჩუქურთმიანი ფრონტონი გოთური შენობის კარის ან სარკმლის ღიობის თავზე. როგორც წესი, ბოლოვდება ფლერონით, ხშირად მორთულია ჩუქურთმებით, კიბორჩხალებითა და სხვა დეკორატიული ელემენტებით. ვიმპერგის ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულებაა ნაგებობის სიმაღლის მხედველობითი გაზრდა. მისი გამოყენება არქიტექტურაში საფრანგეთში დაიწყეს XII ს. ბოლოსა და XIII ს. დასაწყისში, როგორს ნაწილი დროებითი ხის სახურავისა, ტაძრებისა და სამლოცველოების რეკონსტრუქციის პროცესში. XIII ს. ბოლოდან კი დაიწყეს ქვის ვიმპერგების გამოყენება, როგორც ტაძრის ფასადის დეკორატიული ელემენტისა და ის გახდა გოტიკური არქიტექტურის ერთ-ერთი მთავარი ტიპური ელემენტი.