ალარია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
[[კატეგორია:ტრემატოდები]] | [[კატეგორია:ტრემატოდები]] | ||
[[კატეგორია:ხორცისმჭამელთა პარაზიტები]] | [[კატეგორია:ხორცისმჭამელთა პარაზიტები]] | ||
| + | [[კატეგორია:ბრტყელი ჭიები]] | ||
16:12, 3 აპრილი 2023-ის ვერსია
ალარია - (Alaria; ლათ. ala ფრთა) ტრემატოდას გვარი; მიეკუთვნება Strigeidae-ს ოჯახს. სახეობა – Alaria alata.
ხორცისმჭამელთა პარაზიტი. სხეულის სიგრძე – 4,4 მმ-მდე, სიგანე – 2,1 მმ-მდე. პირის მისაწოვრის ირგვლივ ყურისმაგვარი წარმონაქმნებია. ბიოჰელმინთი. შუალედური მასპინძრლი – მტკნარი წყლის მოლუსკები Planorbidae-ს ოჯახიდან, დამატებითი მასპინძელი – ბაყაყები, მათი თავკომბალები. ალარიოზის აღმძვრელი.